თამარ ჩიბურდანიძე: ომის შემდგომი გლობალური პოლიტიკის ახალი ფაზა უაღრესად მოაზროვნე პირებს მოითხოვს. როთისნაირი პოლიტიკოსების ადგილი ამ საფეხურზე აღარ არის. მათ შეუძლიათ მხოლოდ გაცვეთილი და წარუმატებელი „მეიდნებით“ შემოიფარგლონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
350 11 დეკემბერი 2024, 12:01

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მიხაილ როთი განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტის თქმით, როთი ნაწილობრივ მართალია, როდესაც ამბობს, რომ ევროკავშირს უნგრეთი შიგნიდან, რუსეთი კი გარედან ანადგურებს.

ექსპერტის თქმით, ახალი გლობალური ომის პირველი ფაზა ანუ ომის პოლიტიკა უკვე სრულდება და იწყება მეორე, რომელიც უფრო რთულია და არსებული ვითარების დალაგებას მოიცავს. თამარ ჩიბურდანიძის განმარტებით ღირებულებებისაგან დაცლილი ევროპა ტრამპის პოლიტიკას ვერ გაუძლებს. ექსპერტმა აღნიშნა, რომ არავინ იცის რას უმზადებს ტრამპი ევროპას, თუმცა ფაქტია, რომ ლგბტ პოლიტიკით მართული ევროპა აშშ-ს მოკავშირედ არ გამოადგება.

„გუშინ მიხეილ როთმა განაცხადა, რომ უნგრეთს სურს ევროკავშირის შიგნიდან განადგურება, რუსეთს კი გარედან. შეიძლება ამაში ნაწილობრივ დავეთანხმოთ. უკრაინის ომი ევროპას არა მხოლოდ ეკონომიკური კუთხით შეეხო, არამედ, მოხდა არსებული ლიბერალური პოლიტიკის გადაფასება და წინ წამოიწიეს მემარჯვენე ძალებმა.

ახალი გლობალური პოლიტიკის პირველი ფაზა - ომის პოლიტიკა სრულდება. მეორე ეტაპი ამ არეული სიტუაციის დალაგებაა, რომელიც ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ომი. ეს პოლიტიკა მოითხოვს უაღრესად მოაზროვნე პირებს. როთისნაირი პოლიტიკოსების ადგილი ამ საფეხურზე აღარ არის. მათ შეუძლიათ მხოლოდ გაცვეთილი და წარუმატებელი „მეიდნებით“ შემოიფარგლონ.

მიხაილ როთს კი ერთ საიდუმლოს გავუმხელთ - დასუსტებული და ღირებულებებისგან დაცლილი ევროპა, ყველაზე მეტად ტრამპის პოლიტიკას ვერ გაუძლებს, ასე რომ, ყველაფერი ჯერ წინ აქვთ. არავინ იცის, რას უმზადებს ტრამპი ევროპას და როგორ ტრანსფორმირებას მოახდენს? ფაქტია, ბრიქსის საპირწონედ, ლგბტ პოლიტიკით მართული ევროპა მას მოკავშირედ ვერ გამოადგება და სავარაუდოდ, ვერც ევროპა შეინარჩუნებს ერთობას აღმოსავლეთისგან მაცდური წინადადებების ფონზე“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
არქივი