სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს მიმართავს - ბატონო პრეზიდენტო, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, ევროპა ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
411 13 დეკემბერი 2024, 23:06

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხისადმი ემანუელ მაკრონის მიმართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ზურაბიშვილის თქმით, ქართველი ხალხი არ შეშინდება.

„ბატონო პრეზიდენტო, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანი ევროპაა, რომელიც არანაირ მანდატს არ აძლევს „ქართული ოცნების” ლიდერებს, რომ გზიდან გადაუხვიონ. გმადლობთ, ქართველი ხალხი არ შეშინდება“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ემანუელ მაკრონმა ქართველი ხალხისადმი მიმართვა გამოაქვეყნა და აღნიშნა: „საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება, საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა ჩაქრეს“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
არქივი