ნანა კაკაბაძე: აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს საქართველოში უკვე 21 იანვარი იქნება და ბოლო მარში თბილისში ამ დღეს ჩატარდება. ამის შემდეგ ოპოზიცია გადაწყვეტს, გააგრძელოს მარშები თუ პროტესტის სხვა ფორმებს მიმართოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
420 17 დეკემბერი 2024, 23:14

აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს საქართველოში უკვე 21 იანვარი იქნება და ბოლო მარში თბილისში ამ დღეს ჩატარდება. ამის შემდეგ ოპოზიცია გადაწყვეტს, გააგრძელოს მარშები თუ პროტესტის სხვა ფორმებს მიმართოს, - წერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

„თბილისი - მარშების ქალაქი

მეგობრებო, ოპოზიციამ მიზნად დაისახა მოაწყოს მარშების ერთთვიური და სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად შედგენილ იქნა სხვადასხვა კატეგორიის, ჯგუფების და სოციალური ინტერესების ადამიანებისაგან შემდგარი საპროტესტო ყოველდღიური მარშების გრაფიკი, რომელიც ასე გამოიყურება:

2024 წელი:

20 დეკემბერი - ყოფილი პრეზიდენტების მარში
21 დეკემბერი - მიშას ცოლების მარში
22 დეკემბერი - ძველი ბიჭების მარში
23 დეკემბერი - ყოფილი ნარკომანების მარში
24 დეკემბერი - სიძე-სიდედრების მარში
25 დეკემბერი - დეიდაშვილ-მამიდაშვილების მარში
26 დეკემბერი - მძახლების მარში
27 დეკემბერი - უსიდედრო სიძეების მარში
28 დეკემბერი - რძალ-დედამთილების მარში
29 დეკემბერი - სიძეებზე გაბრაზებული სიდედრების მარში
30 დეკემბერი - რძლებზე გაბრაზებული დედამთილების მარში
31 დეკემბერი - ქალიშვილების მარში

2025 წელი:

1 იანვარი - ღამენათევების მარში
2 იანვარი - პახმელიაზე მყოფების მარში
3 იანვარი გათხოვილი კაცების მარში
4 იანვარი - ორნაქმარევი უშვილო ქალების მარში
4 იანვარი - გათხოვილი კაცების მარში
5 იანვარი- გასათხოვარი კაცების მარში
6 იანვარი - ბერბიჭების მარში
7 იანვარი - ნაძვისხის ანთების მოწინააღმდეგეების მარში
8 იანვარი - მენავთობეების მარში
9 იანვარი - დამლაგებლების მარში
10 იანვარი - გემთმშენებლების მარში
11 იანვარი - მესაფლავეების მარში
12 იანვარი - ტყუპი ძმების მარში
13 იანვარი - მრავალშვილიანების მარში
14 იანვარი - უშვილოების მარში
15 იანვარი - გინეკოლოგების მარში
16 იანვარი - გვარგადაკეთებული პატრიოტების მარში
17 იანვარი - მჩხიბავ-მკითხავების მარში
18 იანვარი - ილუზიონისტების მარში
19 იანვარი - მესაქონლეების მარში
20 იანვარი - ლუდის მოყვარულთა მარში
21 იანვარი - სასოწარკვეთილებისგან გამოქლიავებულების მარში აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს საქართველოში უკვე 21 იანვარი იქნება და ბოლო მარში თბილისში ამ დღეს ჩატარდება. ამის შემდეგ ოპოზიცია გადაწყვეტს, გააგრძელოს მარშები თუ პროტესტის სხვა ფორმებს მიმართოს", - წერს ნანა კაკაბაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი