თამარ ჩიბურდანიძე: ევროპა მარტო დარჩა რუსეთის წინააღმდეგ ომში, რასაც ვერ ამთავრებენ, პირიქით, ცეცხლის ხაზი მათ საზღვრებს უახლოვდება და სურთ ეს ცეცხლი ჩვენკენ გადმოისროლონ. ამიტომ სურთ “მაიდანი” საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
413 18 დეკემბერი 2024, 13:19

არავის სჯერა, რომ ევროპული სახელმწიფოები მართლაც ჩვენს დემოკრატიაზე და ევროპულ მომავალზე წუხან და მხოლოდ ამიტომ წნეხენ მოქმედ ხელისუფლებას. მათ მხოლოდ საკუთარი ბედი ადარდებთ - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტის თქმით, ევროპა სასოწარკვეთილი იქნება, სანამ ტრამპის პოლიტიკას არ შეუერთდება და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობა არ ექნებათ. მისი თქმით, ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ომში მარტო დარჩა, ომს ვერ ასრულებენ და თავის გადარჩენის მიზნით, ცეცხლის საქართველოსკენ გადმოტანა სურთ. თამარ ჩიბურდანიძის განმარტებით, საქართველოში მაიდანის მოწყობის მცდელობაც ამაზე მეტყველებს.

“ევროპა მანამდე იქნება ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, სანამ არ შეუერთდება ტრამპის პოლიტიკას და არ წავლენ რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების გზით. ამერიკა ფულს აღარ მიაწვდის უკრაინას, პირიქით, ტრამპის ადმინისტრაცია იმ თანხების ხარჯვის გამოძიებასაც აპირებს, რაც უკვე გადარიცხულია უკრაინაში. ევროპა მარტო დარჩა რუსეთის წინააღმდეგ ომში, რასაც ვერ ამთავრებენ, პირიქით, ცეცხლის ხაზი მათ საზღვრებს უახლოვდება და სურთ ეს ცეცხლი ჩვენკენ გადმოისროლონ. ამიტომ სურთ “მაიდანი” საქართველოში. პოლონეთში უკვე ჯარის სამზადისს შეუდგენენ, რადგან რისკი მათთვის ყველაზე დიდია. ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. თუკი მათ შეძლეს ომის ცეცხლის საქართველოში გადმოსროლა, მაშინ ამერიკის ახალი პრეზიდენტი უკვე ამ ფაქტის წინაშე აღმოჩნდება და ალბათ შემდგომში დაიგეგმება მომავალი ნაბიჯები. საქართველოს განადგურებას კი სულ რამდენიმე დღე სჭირდება. ბუნებრივია, არავის სჯერა, რომ ევროპული სახელმწიფოები მართლაც ჩვენს დემოკრატიაზე და ევროპულ მომავალზე წუხან და მხოლოდ ამიტომ წნეხენ მოქმედ ხელისუფლებას. მათ მხოლოდ საკუთარი ბედი ადარდებთ და ვინც ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, იქნებ ახლა მაინც მიხვდეს რა არის მათთვის დღეს უმთავრესი და რას მალავენ “საქართველოზე ზრუნვის” ლოზუნგის მიღმა?“- წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი