ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ოპოზიციური "ბაბლის" მორალური დეგრადაციის სისწრაფე, ხან რუსთაველზე მოაწყობენ მორალისგან დაცლილ რიტუალებს, ხან საგარეო საქმეთა მინისტრს სამოსის ფასების დადგენას დაუწყებენ - ამ ხალხს საზოგადოებაში უკან დაბრუნება არ სურს, თუ ასე აპირებენ ბოლომდე გაველურებას?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
357 19 თებერვალი 2025, 15:04
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ოპოზიციური "ბაბლის" მორალური დეგრადაციის სისწრაფე, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, რადიკალები ხან რუსთაველის გამზირზე აწყობენ მორალისგან დაცლილ, გაუგებარ რიტუალებს, ხან კი, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის სამოსის ფასების დადგენას იწყებენ, რადგან სხვას ვერაფერს მოუნახავენ.

"ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ოპოზიციური "ბაბლის" მორალური დეგრადაციის სისწრაფე. ხან რუსთაველზე მოაწყობენ ნორმისგან და მორალისგან დაცლილ, და საღი აზრისთვის გაუგებარ რიტუალებს, ხან საგარეო საქმეთა მინისტრს სხვას რომ ვერაფერს მოუნახავენ, სამოსის ფასების დადგენას დაუწყებენ, რაც პლებეიზმის და შურის დემონსტრირებაა და მეტი არაფერი.
კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება და კითხვა მიჩნდება - ამ ხალხს საზოგადოებაში უკან დაბრუნება არ სურთ?! თუ ასე აპირებენ საკუთარ კუნძულზე  დარჩენას და ბოლომდე გაველურებას?" -  წერს ზაალ ანჯაფარიძე
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი