ზურაბ ქადაგიძე - ვაშინგტონში ჩასული საფრანგეთის პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერი ან უკრაინის არჩევნებზე დათანხმდებიან ტრამპს, ან არა და, ოლაფ შოლცის გზას გაუყვებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
387 20 თებერვალი 2025, 22:29

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე დონალდ ტრამპის პოლიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

წილი ნაყარია, ბრიუსელს აქვს შანსი, არჩევნებით მშვიდად გაუშვას ზელენსკი, - წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპმა ბრიუსელს პოლიტიკური დღის წესრიგი ჩამოუშალა.

მისი თქმით, აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი თვლის, რომ რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობები უფრო მომგებიანია და ამიტომ, ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინაში არჩევნები და ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები სწორ სტრატეგიად მიაჩნია. ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რომ აშშ-ში ჩასულ ევროპელ ლიდერებს მოუწევთ დათანხმდნენ ტრამპს უკრაინაში არჩევნებზე ან ოლაფ შოლცის გზას გაუდგებიან, უკრაინაში კი ზელენსკის სახელმწიფო გადატრიალების ხარჯზე გადააყენებენ.

„ფაქტობრივად ბრიუსელს ულტიმატუმი წაუყენა ტრამპმა და ჩამოუშალა პოლიტიკური დღის წესრიგი.

ტრამპი თვლის, რომ რუსეთის იზოლაციაში მოქცევა უფრო დიდი საფრთხის შემცველია და უფრო დიდი რისკია მულტი-ვექტორული რუსეთ-ჩინეთის, რუსეთ/ირან/ინდოეთის კავშირების, „ბრიქსის“ გაერთიანების გაძლიერების და საბოლოო ჯამში, „დედოლარიზაციის“ პროცესის დაჩქარების, ვიდრე რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკა, საერთო ინტერესების პოვნა და ძალთა ბალანსი ვაშინგტონსა და კრემლს შორის.

ამ პროცესში, უკრაინის საკითხი ეგზისტენციალურია და ყველა მიზეზ გარეშე უნდა გადაჭრას, რაც შეიძლება ოპერატიულად, თუნდაც უკრაინის „კორეიზაციის“ ხარჯზე.

ამიტომაც:
1) ცეცხლის შეწყვეტა;
2) არჩევნები;
3) სამშვიდობო შეთანხმება;
- ყველაზე სწორ სტრატეგიად მიაჩნია ტრამპს.

აქედან გამომდინარე - ვაშინგტონში ჩასული საფრანგეთის პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერი ან უკრაინის არჩევნებზე დათანხმდებიან ტრამპს, ან არა და, ოლაფ შოლცის გზას გაუყვებიან, ხოლო კონკრეტულად უკრაინაში, დიდი ალბათობით, სახელმწიფო გადატრიალებით დამთავრდება ზელენსკი.
(ტყუილად არ მოუხსენებია ტრამპს ურეიტინგო დიქტატორად.)

მოკლედ, წილი ნაყარია, ბრიუსელს აქვს შანსი, არჩევნებით მშვიდად გაუშვას ზელენსკი.

ყველაფერს აქვს დასასრული და ეს პროცესიც გავა ბოლოში. სამწუხაროდ, ამერიკა, რუსეთი და ევროპაც თავისას მიიღებს, ხოლო უკრაინა საერთოდ იარსებებს კი?!

P.S.
წარმოგიდგენიათ, რას მივიღებდით საქართველოს უკრაინიზაციითა და რა უბედურებას გადავურჩით?“ - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი