ურეიტინგო და ხელმოცარული რადიკალური ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში შედეგი ერთი იქნება - მათ საზოგადოების არანაირი ნდობა არ გააჩნიათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
391 08 მარტი 2025, 11:26
თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს მიზეზი ერთი იქნება - კიდევ ერთხელ არ გამოაშკარავდეს ის უნდობლობა, რომელიც რადიკალების მიმართ საზოგადოებას გააჩნია, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

„ურეიტინგო და ხელმოცარული რადიკალური ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში შედეგი, ფაქტობრივად, ერთი იქნება. მათ არანაირი ნდობა არ გააჩნიათ საზოგადოების და თუ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში ერთადერთი მიზეზი იქნება ის, რომ კიდევ ერთხელ არ გამოაშკარავდეს ის უნდობლობა, რომელიც რადიკალების მიმართ საზოგადოებას გააჩნია. თუმცა ჩვენ ბევრჯერ გვინახავს მათი ვითომ პრინციპული გადაწყვეტილებები, რომლებიც ძალიან მალე შეცვლილა, ამიტომ ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რიგი დადგეს რადიკალური ოპოზიციური პარტიების იქ დასარეგისტრირებლად“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი