დომინოს პრინციპიდან გამომდინარე, წინ საქართველოს შეურაცხმყოფელი მომდევნო „გმირის“ რიგი უნდა დადგეს - ლატვიის...
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
252 06 აგვისტო 2025, 12:34
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ესტონეთის ოპოზიციური პარტიის მიერ სოციალურ საკითხთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ სოციალურ საკითხთა მინისტრის, კარმენ იოლერის გადადგომას ტააგეპერას ისტორიულ ციხესიმაგრეში ძვირადღირებულ გასართობ ღონისძიებაში („ჯანმრთელობის ფონდი“) 100 ათას ევროზე მეტი საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის გამო ითხოვენ.

მისივე თქმით, დომინოს პრინციპიდან გამომდინარე, ახლა უკვე საქართველოს შეურაცხმყოფელი მომდევნო "გმირის" - ლატვიის რიგი დგას.

„საქართველოს "ცალმხრივი მეგობრობის" ბალტიისპირეთის სუბიექტები პოლიტიკურმა "პანდემიამ" მოიცვა. ბუმერანგის პრინციპით, მას შემდეგ, რაც ლიეტუვას "რუსული მთავრობა" კორუფციული სკანდალების გამო გადადგა, ამჯერად - "პროზექტურის ბუზი ესტონეთის ბირკიან ტერფს დააჯდა". ესტონეთის ოპოზიციური პარტია სოციალურ საკითხთა მინისტრის, ქალბატონ კარმენ იოლერის გადადგომას ითხოვს ტააგეპერას ისტორიულ ციხესიმაგრეში ძვირადღირებულ გასართობ ღონისძიებაში („ჯანმრთელობის ფონდი“) 100 ათას ევროზე მეტი საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის გამო.

პორტალი Delfi იუწყება, რომ ოპოზიციური ესტონეთის ცენტრისტული პარტიის ლიდერმა, მიხაილ კილვარტმა, ამ სკანდალის ფონზე სოციალურ საკითხთა მინისტრის, კარმენ იოლერის გადადგომა მოითხოვა: „მწვავე ბიუჯეტის დეფიციტის ფონზე, ტააგეპერას ციხესიმაგრეში გამართული ფუფუნების ღონისძიებები შავი ჭირის დროს გადახდილ ნადიმს ჰგავს. ყველაზე ნაკლები, რაც სოციალურ საკითხთა მინისტრს, კარმენ იოლერს, შეუძლია ამ სიტუაციაში გააკეთოს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და გადადგომა“. ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ ასეთი გაუმართლებელი და ძვირადღირებული გართობა არ ასახავს ესტონური მედიცინის რეალურ მდგომარეობას ან ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრების დონეს.

გამომცემლობა Delfi აღნიშნავს, რომ თავად კარმენ იოლერი აღიარებს სიტუაციის პოლიტიკურ რეზონანსს და დაეთანხმა, რომ ასეთი ხარჯვა სამართლიანობის გრძნობას ნამდვილად შეურაცხყოფს, თუმცა კილვარტი მსგავს რეაქციას არასაკმარისად მიიჩნევს. დომინოს პრინციპიდან გამომდინარე, წინ საქართველოს შეურაცხმყოფელი მომდევნო "გმირის" რიგი უნდა დადგეს - ლატვიის...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი