მაკრონისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიმყენებელმა, ისტორიკოსმა დემიენ ტარელმა ითანამშრომლა მართლმსაჯულებასთან, ხოლო ქართულ მართლმსაჯულებასთან „ჭ“ კლასის კედლის გაზეთის თანადამფუძნებელმა, სოროსისტმა მზია ამაღლობელმა - არა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
287 06 აგვისტო 2025, 15:25

პოლიციელზე თუ ჩინოსანზე მოძალადე არცერთი პირი დარჩება დაუსჯელი არც საქართველოში და არც საფრანგეთში - მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა. უსამშობლოების სამარცხვინო ვაი-ვიში გამოგონილ რეპრესიებზე, არავის აინტერესებს, როცა კანონი უზენაესია დემოკრატიულ სახელმწიფოში. დააშავე? აგე პასუხი! ჟურნალისტობა თუ პოლიტიკოსობა ე.წ. ინდულგენცია არაა კრიმინალობისთვის - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საქართველოშიც და საფრანგეთშიც ამ დანაშაულზე სასჯელი თითქმის იდენტურია. მოსამართლე განაჩენის გამოტანამდე აწონ-დაწონის ბრალდებულის აღიარება-არაღიარების მომენტებს. რატომღაც მზია ამაღლობელს და მის მარგინალ ქომაგებს იმედი ჰქონდათ, რომ ქართველი მოსამართლე „შეუშინდებოდა“ ცალკეული უსაქციელო ევროპელი დიპლომატების ეპატაჟურ დასწრებას სასამართლო სხდომებზე. ეს ასე არ მოხდა და არც მოხდება.

„პოლიციელზე თუ ჩინოსანზე მოძალადე არცერთი პირი დარჩება დაუსჯელი არც საქართველოში და არც საფრანგეთში - მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა. უსამშობლოების სამარცხვინო ვაი-ვიში გამოგონილ რეპრესიებზე, არავის აინტერესებს, როცა კანონი უზენაესია დემოკრატიულ სახელმწიფოში. დააშავე? აგე პასუხი! ჟურნალისტობა თუ პოლიტიკოსობა ე.წ. ინდულგენცია არაა კრიმინალობისთვის.

საინტერესო ფრანგული პარალელი - 2021-ში, პრეზიდენტ მაკრონისთვის სილის გამრტყმელს 18 თვე მიუსაჯეს აქედან - 4 თვე პატიმრობა, 14 თვე პირობითი.

ამაღლობელისგან განსხვავებით, მაკრონისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიმყენებელმა, 28 წლის ისტორიკოსმა დემიენ ტარელმა ითანამშრომლა ფრანგულ მართლმსაჯულებასთან, ხოლო ქართულ მართლმსაჯულებასთან „ჭ“ კლასის კედლის გაზეთის, „ბათუმელების“ თანადამფუძნებელმა, სოროსისტმა მზია ამაღლობელმა - არა.

საქართველოშიც და საფრანგეთშიც ამ დანაშაულზე სასჯელი თითქმის იდენტურია. მოსამართლე განაჩენის გამოტანამდე აწონ-დაწონის ბრალდებულის აღიარება-არაღიარების მომენტებს. რატომღაც მზია ამაღლობელს და მის მარგინალ ქომაგებს იმედი ჰქონდათ, რომ ქართველი მოსამართლე „შეუშინდებოდა“ ცალკეული უსაქციელო ევროპელი დიპლომატების ეპატაჟურ დასწრებას სასამართლო სხდომებზე. ეს ასე არ მოხდა და არც მოხდება.

მზია ამაღლობელს თავდაპირველად ბრალი წარდგენილი ჰქონდა პოლიციელზე თავდასხმისთვის, თუმცა, მოსამართლე სახელაშვილმა ბრალი გადააკვალიფიცირა და მ.ამაღლობელი დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.“ - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი