დავით ქართველიშვილი საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ შემოტანის ფაქტზე: მოდით „ვივარაუდოთ“, რომ ამ საქმესთან უშუალო ჩართულობაში იქნებოდა СБУ-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გია ლორთქიფანიძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
338 12 სექტემბერი 2025, 17:07

სუს-ის ინფორმაციას, რომ მძღოლს „ჰექსოგენი“ უკრაინაში, უკრაინის სპეცსამსახურმა, ე.წ. „ესბეუს“ თანამშრომლებმა გადასცეს, ნივთიერების ბოლო დანიშნულების ადგილად კი იკვეთება თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი, პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ამ საქმეში მონაწილეობს СБУ-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გია ლორთქიფანიძე.

ექსპერტი იმედს გამოთქვამს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოდან გაძევებული იქნება უკრაინის საელჩოს დროებითი რწმუნებული რომან იაკოვენკო.

„სუსის ინფორმაციით, საქართველოში ჩამოტანის მიზნით, მძღოლს „ჰექსოგენი“ უკრაინაში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) თანამშრომლებმა გადასცეს. ნივთიერების ბოლო დანიშნულების ადგილად კი თბილისი დასახელდა, უფრო კონკრეტულად კი, ავლაბრის უბნის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. ამაზე მეტი ინფორმაცია ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ არ გაგვაჩნია, მაგრამ მოდით და "ვივარაუდოთ", რომ ამ საქმესთან უშუალო ჩართულობაში იქნებოდა ჩვენთვის კარგად და ავად ცნობილი, СБУ-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გია ლორთქიფანიძე.

დიახ, სწორედ ის გია ლორთქიფანიძე, რომლის უშუალო მონაწილეობა 2021 წლის გაზაფხულზე, იმ კონკრეტული ტრაილერის, კონკრეტული მძღოლის გადმობირებაში, რომელმაც შემოდგომაზე კონტრაბანდულად ჩამოგვიტანა "ტოქსიკური ტვირთი", ეს კი ეჭვგარეშეა და დამტკიცებულია ჩვენებებით. ეს ის გია ლორთქიფანიძეა, რომელიც აუცილებლად წარდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე არაერთი სხვა ჩადენილი დანაშაულის გამო, როგორც კი დადგება ამის ჟამი.

აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული გია ლორთქიფანიძის და მისი კოლეგების კვალში წინა პერიოდშიც იმავე მარშრუტით (უკრაინა-EU-თურქეთი-საქართველო) ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით ჩვენთან საშიში ტვირთების გამოგზავნის საქმეში. ერთადერთი, რაშიც არ ვარ დარწმუნებული, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ამ ახალი გარემოებების ჭრილში, საქართველოდან გაძევებული იქნება უკრაინის საელჩოს დროებითი რწმუნებული (chargé d’affaires) რომან იაკოვენკო...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი