როგორც კი ძალადობრივი სცენარი მარცხით სრულდება, პარტიული ხელმძღვანელობა დისტანცირდება უშუალო მონაწილეებისგან, ხოლო მათთან ლოიალური მედია ქმნის ალიბს, რათა შეინარჩუნონ ლიდერების ნაწილი მაინც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
271 08 ოქტომბერი 2025, 21:23

„არც მოღალატეობრივ თვითდაზიანებაში არ არიან უნიკალურები ჩვენი პოლიტ-აკაცუკები, კოლექტიური „სანიკიძეები" და "ფავლენიშვილები", რომლებსაც ამ დღეებში მათივე ტელევიზიები თითქოს და საჯარო ექზეკუციებს უწყობენ: "რატომ გაურბოდით, რატომ დაემალეთ, იქ რომ არ იყავით - სადაც სხვა...". სინამდვილეში, თავისუფლებაზე აკაცუკ-ლიდერთა ნაწილის მაინც შენარჩუნების მიზნით, მოჩვენებითი "ა-ტა-ტა-ტა"-თი და თითის ქნევით - ჭუტავიზია მათ საჯაროდ ალიბის უქმნიდა: ციხეში წასვლის სანაცვლოდ, თუნდაც მოღალატის "იარლიყის" მიწებების გზით”- წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილი მსგავს პარალელს ავლებს სხვა ქვეყნებთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ “ქართველი აკაცუკების შეშინებულ ლიდერებთან ანალოგია აშკარაა - შეიძლება სარევოლუციო გეგმების შედგენაში სრული უიღბლო დილეტანტები იყვნენ, მაგრამ "ჩასვრილი" მდგომარეობიდან გამოსასვლელად გეგმის შედგენაში - "გმირები" არიან”.

„ზუსტად ასეთ პრეცედენტებს ჰქონდა ადგილი სხვა, საერთაშორისო დონეზე მხდალი აკაცუკების შემთხვევაში:

უკრაინაში - 2015 წლის 31 აგვისტოს (პირდაპირი შეტაკება უმაღლეს რადასთან) პროტესტის დროს, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებებს ეხებოდა (დომბასისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების საკითხზე), რადიკალურმა ნაციონალისტებმა პარლამენტზე შტურმი მოაწყვეს. შედეგად, ეროვნული გვარდიის მებრძოლები დაიღუპნენ.

როდესაც სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა, პარტიების - „სვობოდასა“ და „მარჯვენა სექტორის“ - ნაწილი სწრაფად გამოეხმაურა მედიას და განაცხადა, რომ ძალადობასთან „არავითარი კავშირი არ ჰქონდათ“.

მათი მხარდამჭერი ტელეკომპანიები კი აქტიურად უსვამდნენ ხაზს იმ ფაქტს, თითქოს ლიდერები „დამნაშავეები არ იყვნენ“, ისინი ამ დროს სახლებში იმყოფებოდნენ და ასე იქმნებოდა მათი საჯარო ალიბი

რუსეთში - 2012 წლის 6 მაისს
ბოლოტნაიას მოედანზე აქციების დროს მომხდარი შეტაკებების შემდეგ, ოპოზიციის ნაწილი (განსაკუთრებით ორგანიზატორები) უკვე დანაშაულის ბრალდებების მოლოდინში, ცდილობდნენ დისტანცირებას უფრო რადიკალური მონაწილეებისგან.

ლიბერალურმა მედიამ მაშინ აქტიურად შექმნა ნარატივი, თითქოს ძალადობა პოლიციის მიერ იყო პროვოცირებული - ანუ, მედიამ ოპოზიციური ლიდერებისთვის „ინფორმაციული ალიბი“ შექმნა, რათა ისინი დაპატიმრებას გადარჩენოდნენ

ვენესუელაში - „ოპერაცია გიდეონის“ დროს (2020 წლის მაისში), მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მიერ ორგანიზებული "სადესანტო" მცდელობა ნიკოლას მადუროს ხელისუფლების დასამხობად კრახით დასრულდა, ოპოზიციონერ ლიდერთა ნაწილი სასწრაფოდ განეშორა მოვლენებს და განაცხადა, რომ ამ ოპერაციასთან კავშირი არ ჰქონდათ.

მათი მეგობრული მედია კი ამტკიცებდა, რომ ეს პოლიტიკოსები „სახლებში იყვნენ“ და „გეგმის შესახებ არაფერი იცოდნენ“.

ქართველი აკაცუკების შეშინებულ ლიდერებთან ანალოგია აშკარაა - გაქცეული ლიდერები და მათთვის ალიბის შესაქმნელად სინქრონული საინფორმაციო კამპანია. შეიძლება სარევოლუციო გეგმების შედგენაში სრული უიღბლო დილეტანტები იყვნენ, მაგრამ "ჩასვრილი" მდგომარეობიდან გამოსასვლელად გეგმის შედგენაში - "გმირები" არიან: როგორც კი ძალადობრივი სცენარი მარცხით სრულდება - პარტიული ხელმძღვანელობა დისტანცირდება უშუალო მონაწილეებისგან, ხოლო მათთან ლოიალური მედია ქმნის ალიბის („ისინი არაფერ შუაში არ არიან“), რათა შეინარჩუნონ ლიდერების ნაწილი მაინც და თავიდან აიცილონ მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობა. უკრაინის, რუსეთის და ვენესუელას შემდეგ - ვიკიპედიის ამ "საპატიო" გვერდს, დღეიდან ქართველი ვირთხებიც დაამშვენებენ”, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
არქივი