დიმიტრი სამხარაძე: ორმაგად დასაფასებელია მეუფე ანტონის მხარდაჭერა ჩვენი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ, რომელიც ჩვენი მომავალი თაობების გარყვნილებისგან დაცვას და ღირსეული საქართველოს შენებას ემსახურება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
476 27 ოქტომბერი 2025, 20:04

ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში მეუფე ანტონთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ორმაგად დასაფასებელია მეუფის მხარდაჭერა „ქართული ოცნების” გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ, რომელიც საქართველოს ტრადიციების, ასევე მომავალი თაობების გარყვნილებისგან დაცვას და ღირსეული საქართველოს შენებას ემსახურება.

როგორც სამხარაძე წერს, „ეს გზა დაიწყო ერისკაცმა ბატონმა ბიძინამ და აგრძელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე!”

„ძალიან გულთბილი და სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა მეუფე ანტონთან. ორმაგად დასაფასებელია მისი მხარდაჭერა ჩვენი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ, რომელიც საქართველოს ტრადიციების, ასევე ჩვენი მომავალი თაობების გარყვნილებისგან დაცვას და ღირსეული საქართველოს შენებას ემსახურება. ეს გზა დაიწყო ერისკაცმა ბატონმა ბიძინამ და აგრძელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე! დიდება უფალს! გაუმარჯოს საქართველოს”, - წერს სამხარაძე.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი