ერთ მხარეს დგას საქართველო და ამერიკა, მეორე მხარეს დგას ევროპული ბიუროკრატია მათი ძირგამომთხრელი NGO -ებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
266 11 დეკემბერი 2025, 17:54
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ანგარიშს X-ზე ეხმიანება, რომლის თანახმადაც, საქართველო ევროპაში პრესის თავისუფლების მიხედვით ბოლოდან მე-4 ადგილზე იმყოფება. 
 
ანალიტიკოსი აღნიშნულ ორგანიზაციას ბუნდოვანს უწოდებს და  ამბობს, რომ იგივე ორგანიზაცია პრესის თავისუფლების ხარისხს უწუნებს შეერთებულ შტატებსაც. 


„გაუგებარი NGO ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ამბობს, რომ ევროპაში საქართველო პრესის თავისუფლების მაჩვენებლით ერთ-ერთ ბოლო პოზიციაზეა. 
იგივე NGO პრესის თავისუფლების ხარისხს უწუნებს აშშ-ს. 
საქართველოს ხელისუფლება და აშშ-ს ხელისუფლება, კერძოდ ჯეი დი ვენსი ერთნაირად აფასებენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას - როგორც დაქირავებულ ბანდას, რომელიც ასრულებს დაკვეთებს. 
ერთ მხარეს დგას საქართველო და ამერიკა, მეორე მხარეს დგას ევროპული ბიუროკრატია მათი ძირგამომთხრელი NGO -ებით, რომლებსაც დიდი ხანია თავად გამოეთხარათ ძირი. შეფასების გაკეთება მარტივია,“ -წერს ვახტანგ თოფურია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი