ჩინეთი საჯაროდ აჩვენებს, რომ საქართველო მისთვის აღარ არის პერიფერია, არამედ არის ფუნქციური კვანძი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
192 21 იანვარი 2026, 11:07

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი Business Insider Georgia-სთან საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის ჭოუ ციენის ინტერვიუს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ თუ ელჩის განცხადებები ერთ შინაარსობრივ პაკეტად შეიკვრება, ვნახავთ, რომ პეკინი მზად არის ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული პროტოკოლის ხელმოწერისთვის.

მისი თქმით, ევროკავშირისა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების ფონზე ჩინეთის ელჩის განცხადებები აღიქმება არა უბრალოდ ინტერვიუდ, არამედ ალტერნატიული მიდგომის დემონსტრაციად.

„საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა გუშინ გაკეთებულ მნიშვნელოვან განცხადებაში ფაქტობრივად და პრაქტიკული თვალსაზრისით, გაიმეორა და დაადასტურა ყველაფერი ის, რაც დაპირებების დონეზე ითქვა შარშან პეკინში, ჩინეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს. და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეს განცხადებები გაკეთდა ზუსტად მაშინ, როდესაც გაირკვა დავოსის წლევანდელ ეკონომიკურ ფორუმზე ჩვენი დელეგაციის არ მიწვევის თაობაზე ინფორმაცია. იდეოლოგიურად გაჟღენთილი გლობალისტების სამიტზე ჩვენი არყოფნა, სავსებით გადაიფარა იმ კონკრეტული პროგრამებითა და პროექტებით, რომლებიც გააჟღერა ჩინეთის ელჩმა და რომლის ხორცშესხმაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენთვის.

თუ ელჩის განცხადებებს ერთ შინაარსობრივ პაკეტად შევკრავთ, სურათი ასეთია: პეკინი მზად არის დააჩქაროს ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული პროტოკოლის ხელმოწერა და ძალაში შესვლა; მკაფიო აქცენტი კეთდება თანამშრომლობის „მატერიალურ ბაზაზე“: ინვესტიციები, სამრეწველო კოოპერაცია, ლოჯისტიკა და ვაჭრობა, ენერგეტიკა, ასევე ციფრული მიმართულებები (5G, ხელოვნური ინტელექტი), „ჭკვიანი ქალაქები“.

რეალისტური გეოპოლიტიკის ენაზე ეს ნიშნავს: ჩინეთი საჯაროდ აჩვენებს, რომ საქართველო მისთვის აღარ არის პერიფერია, არამედ არის ფუნქციური კვანძი, რომლის ადმინისტრაციული და პოლიტიკური აჩქარება არა თუ შესაძლებელია, არამედ საჭიროა კიდეც. ჩინური ეკონომიკური იმპულსი ზრდის საქართველოს ფასს, როგორც სატრანზიტო და ლოჯისტიკურ პლატფორმას. ეს არის საქართველოს გზავნილი მისგან დაცარიელებული დავოსის მისამართით და არგუმენტი, როგორც დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან მოლაპარაკებებში, რადგან დერეფნები სიცარიელეს ვერ იტანენ.

აქ გასათვალისწინებელია ასევე აშშ-ს ახალი სტრატეგია, რომელიც როგორც წესი, უფრო მძაფრად რეაგირებს არა ჩინეთთან ვაჭრობის ფაქტზე, არამედ „წითელ ზონებზე“: პორტები, ენერგეტიკული კვანძები, ციფრული ინფრასტრუქტურა, მონაცემთა უსაფრთხოება. სწორედ აქ აქვს საქართველოს შესაძლებლობა, ააგოს მათ შორის ამერიკისთვისაც გამჭვირვალე, მიმზიდველი, მომგებიანი და კონტროლირებადი რეჟიმები, ეკონომიკის დაზიანების გარეშე.

რაც შეეხება ევროკავშირს, ევრო ბიუროკრატიის მზარდი გაკოტრების ფონზე, ევროპის რეალური გავლენა რეგიონზე კლებულობს, ხოლო ვაკუუმს სხვა მოთამაშეები ავსებენ.

ამასთან, 2025 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო კონფლიქტური გახდა, სწორედ ბრიუსელის მხრიდან უსამართლო და ტენდენციური პოლიტიკის გამო. ამ კონტექსტში ჩინეთის ელჩის განცხადებები აღიქმება არა უბრალოდ ინტერვიუდ, არამედ ალტერნატიული მიდგომის დემონსტრაციად: „თუ ბრიუსელთან პოლიტიკური ამინდი უარესდება, ჩვენ მაინც ვაჩქარებთ საქართველოსთან ეკონომიკურ მექანიზმებს“.

ამ კონფიგურაციაში, ჩვენი პოზიციონირების ყველაზე პრაგმატული სცენარი შეიძლება იყოს როლების სწორ განაწილებაში: ჩინეთმა - მიხედოს ბაზრებს, ინვესტიციებს, ტექნოლოგიების ნაწილს; ამერიკამ - რეგიონულ უსაფრთხოებას, თუ კი დარწმუნდება, რომ საქართველო ღიაა მასთან ერთად ყველა კრიტიკული რისკი გააკონტროლოს. ამ ფონზე, ჩინეთის ელჩის განცხადებები წარმოადგენს შესაძლებლობის ფანჯარას: სავაჭრო რეჟიმის დაჩქარება, საქართველოს როლის გაძლიერება „შუა დერეფნისა“ და ციფრული ჰაბის სახით - თუ კი ვაშინგტონს ნათლად დავანახებთ, რომ საქართველო ჩინეთთან ეკონომიკურ დაახლოებას არ აქცევს საკუთარი სუბიექტურობის დასუსტებად და საერთაშორისო პროექტების ოპერაციულ მართვას არ გადასცემს ჩინეთს მონოპოლისტურ ხელში,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი