დავით ქართველიშვილი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა ვიზიტზე: ეს ვიზიტი წარმოადგენს ტესტს: შეძლო თუ არა საქართველომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვითარების "ბაიდენიზაციის" შემდგომ პერიოდში, მართვადი ობიექტის როლიდან გამოსვლა და დიალოგის სუბიექტად ქცევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
194 29 იანვარი 2026, 10:50
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის თანამშრომელთა ვიზიტს საქართველოში და წერს, რომ ესაა ანალიტიკური დაზვერვითი „საველე გასვლა“:

„მსგავსი ვიზიტები თითქმის ყოველთვის ნიშნავს ერთ რამეს: ჩვენი ქვეყნის თემა დაბრუნდა კონგრესის დღის წესრიგში, თუმცა ჯერ არა დადებით ან უარყოფით, არამედ, ჯერჯერობით, შემსწავლელ რეჟიმში“ - წერს დავით ქართველიშვილი. 

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ მსგავსი ვიზიტი შედეგია აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩის გაწეული საქმიანობისა და დამყარებული კონტაქტების. დავით ქართველიშვილის სიტყვებით, აშშ-ს ხელისუფლება ცდილობს გაიგოს, რამდენად აკონტროლებს საქართველოს მთავრობა შიდა ვითარებას და აქვთ თუ არა, გარე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის პოტენციალი.

„აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის თანამშრომელთა ვიზიტი საქართველოში არ არის არც უმაღლეს დონეზე გასაშუქებელი მოვლენა, თუმცა არც პროტოკოლური ფორმალობაა. ეს არის სამუშაო, დაზვერვითი და ანალიტიკური ხასიათის ადგილზე "საველე გასვლა". ასეთ მისიებში მონაწილეობენ არა პოლიტიკოსები, არამედ ის ადამიანები, რომლებიც მათთვის ამზადებენ ფაქტობრივ ანალიტიკურ მასალას ხელისუფლების მდგრადობის, ელიტების განწყობებისა და სოციალური გარემოს შესახებ. 
სწორედ ამ ანგარიშებზე დაყრდნობით ყალიბდება შემდგომში რეზოლუციების ტექსტები, ბიუჯეტური დახმარების შესწორებები ან, პირიქით, სანქციური გადაწყვეტილებების საფუძვლები. ამიტომ მსგავსი ვიზიტები თითქმის ყოველთვის ნიშნავს ერთ რამეს: ჩვენი ქვეყნის თემა დაბრუნდა კონგრესის დღის წესრიგში, თუმცა ჯერ არა დადებით ან უარყოფით, არამედ, ჯერჯერობით, შემსწავლელ რეჟიმში. ამასთანავე, პრინციპულად მნიშვნელოვანია ბოლო ერთი წლის კონტექსტის გათვალისწინება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ახალმა ელჩმა აშშ-ში მოახერხა მნიშვნელოვანი პირადი და სამუშაო კონტაქტების დამყარება ჩვენთვის აქამდე "მიუწვდომელი" კონგრესმენებისა და სენატორების ფართო წრესთან. 
საუბარი არ არის მათთან ფორმალურ, პროტოკოლურ შეხვედრებზე, არამედ რეგულარულ, მიზანმიმართულ კომუნიკაციაზე, რომლის შედეგადაც საქართველო კვლავ დაბრუნდა ცოცხალი პოლიტიკური დიალოგის ველში და აღარ არის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახული აბსტრაქტული ობიექტი. სწორედ ეს ფაქტორი მნიშვნელოვანწილად ხსნის, რატომ დაიწყო საქართველოს მიმართ ინტერესი კონგრესში ინსტიტუციური მექანიზმებით ფორმირება და არა მხოლოდ საჯარო ზეწოლის რიტორიკით.
ამ თვალსაზრისით, კომიტეტის აპარატის ვიზიტი შეიძლება აღქმულ იქნას არა მხოლოდ კონტროლის ინსტრუმენტად, არამედ სწორედ ჩვენი საელჩოს დიპლომატიური მუშაობის ირიბ შედეგადაც. 
როდესაც ქვეყანას უყალიბდება მდგრადი პერსონალური საკომუნიკაციო არხები კანონმდებლებთან, შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი ხდება ადგილზე ინფორმაციის გადამოწმება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის, არასამთავრობო სტრუქტურებისა და ქვეყნის რეალური აღმასრულებელი ხელისუფლების შეფასებები ერთმანეთისგან სულ უფრო განსხვავდება. ეს ვიზიტი არ არის „გადატვირთვის“ ფორმატი, არამედ კალიბრაციის პროცესი: სად გადის ქვეყნებს შორის წითელი ხაზები, რამდენად აკონტროლებს ხელისუფლება შიდა ვითარებას და არსებობს თუ არა გარე პოლიტიკური ზეწოლის პოტენციალი. 
სხვა სიტყვებით, ეს ვიზიტი წარმოადგენს ტესტს: შეძლო თუ არა საქართველომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვითარების "ბაიდენიზაციის" შემდგომ პერიოდში, მართვადი ობიექტის როლიდან გამოსვლა და დიალოგის სუბიექტად ქცევა, თუ ის კვლავ აღიქმება როგორც გარე პოლიტიკური ზეგავლენის სივრცე. ჩვენ ვხედავთ, რამდენად აფასებს აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ამა თუ იმ ქვეყნის "სუბიექტობას" და თუნდაც ევროკავშირის მაგალითზე ვხედავთ, მის ქედმაღლურ დამოკიდებულებას ამ სუბიექტობა-დაკარგულ ცენტრებთან. იმისთვის, რომ ტრამპის თეთრმა სახლმა საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვაზე ფიქრი დაიწყოს, საჭიროა საქართველოზე ამომწურავი ინფორმაციის მოპოვება: ვინ ვართ განვითარების ამ ეტაპზე, თუნდაც მწირი გეოპოლიტიკური მასშტაბის მატარებელი, მაგრამ სუბიექტი, თუ სხვის ხელში მორგებული ინსტრუმენტი. სწორედ ამაში გარკვევა არის ამ ვიზიტის მთავარი მიზანი“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი