ჩერგოლეიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: პრეტენზია აქვთ, რომ ქვეყანა მართონ, და ლოკაციებზე ჩხუბობენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 03 იანვარი 2023, 16:22

ლოკაციებზე ჩხუბობენ. განა რამე ფასეულზე - მაგალითად, მოსულა თუ არა ნამახვანჰესზე პროტესტის მხარდაჭერა! ან რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს საპატრიარქოსთან - არა, ლოკაციებზე! - ასე ეხმიანება „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელიც მშვიდობის ხიდზე დაგეგმილი აქციის შესახებ აცხადებს, რომ მას ინფორმაცია ამის შესახებ არ ჰქონია.

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პრეტენზია ქვეყნის მართვაზე აქვთ და სინამდვილეში ლოკაციებზე ჩხუბობენ.

,,ამათ აქვთ პრეტენზია, რომ ქვეყანა მართონ - ლოკაციებზე ჩხუბობენ. განა რამე ფასეულზე - მაგალითად, მოსულა თუ არა ნამახვანჰესზე პროტესტის მხარდაჭერა! ან რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს საპატრიარქოსთან - არა, ლოკაციებზე!

ამიტომაა ნდობის და ჟანრის კრიზისი - ასეთი რომაა პოლიტიკური ელიტა“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი