გია გაბრიჭიძე: ევროპის სახელმწიფოთა გაერთიანება დღეს სამწუხაროდ ისეთ წარმონაქმნად იქცა, სადაც დაკარგულია პრინციპები, რომლებითაც ეს გაერთიანება ნებისმიერი ქვეყნისთვის მიმზიდველი იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 თებერვალი 2023, 15:26

ექსპერტი გია გაბრიჭიძე ფილოსოფოსის ზაზა შათირიშვილი წერილს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „თუ კარგად დავაკვირდებით ეს პრობლემები პირდაპირ ამერიკული ოლიგარქიის მიერ არის თავსმოხვეული, რომელთა მერკანტელური სწრაფვისთვის ევროპა თავისი ნამდვილი ტრადიციებითა და ფასეულობებით დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა და სწორედ ამ ყველაფრის განადგურება არის მათი მთავარი მიზანი.“

„1993 წელს შექმნილი ევროპის სახელმწიფოთა პოლიტიკურ ეკონომიკური გაერთიანება (მანამდე ევროპული თანამეგობრობა), რომელიც იდეაში სახელმწიფოთა განვითარების, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საფუძველი უნდა ყოფილიყო, დღეს სამწუხაროდ „ბანანის სახელმწიფოს“ მსგავს წარმონაქმნად იქცა, სადაც ფაქტობრივად დაკარგულია ის პრინციპები, რომლებითაც ეს გაერთიანება ნებისმიერი ქვეყნისთვის მიმზიდველი იყო. ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა საკმაოდ საინტერესო ანალიზი გამოაქვეყნა, სადაც ღიად გაუსვა ხაზი იმ პრობლემებს, რამაც ევროკავშირი დააცილა იმ ფასეულობებს, რაზეც ევროპა საუკუნეების განმავლობაში იდგა.

ევროკავშირი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია: სუვერენიტეტისგან დაცლილი ევროპარლამენტი და ევროკომისია, კორუფცია ევროსტრუქტურებში, ტოტალურ ცენზურას დაქვემდებარებული ევროპული მედია, ქრისტიანული ფასეულობების დევალვაცია, ტოტალური ლგბტ პროპაგანდა, მასობრივი მიგრაცია და ევროპული ქვეყნების ეროვნული იდენტობის მოშლა, ეკონომიკური სტაგნაცია - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ევროკავშირის მომავალს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

თუ კარგად დავაკვირდებით ეს პრობლემები პირდაპირ ამერიკული ოლიგარქიის მიერ არის თავსმოხვეული, რომელთა მერკანტელური სწრაფვისთვის ევროპა თავისი ნამდვილი ტრადიციებითა და ფასეულობებით დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა და სწორედ ამ ყველაფრის განადგურება არის მათი მთავარი მიზანი“, - წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი