ვლადიმერ ბოჟაძე: დღესაც კი, უკრაინისთვის უმძიმეს თარიღს, აგრძელებენ უმადურობას და სამარცხვინო განცხადებას აკეთებს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 24 თებერვალი 2023, 18:44

დღესაც კი, უკრაინისთვის უმძიმეს თარიღს, აგრძელებენ უმადურობას და სამარცხვინო განცხადებას აკეთებს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი. დღესაც ბედავს და მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას ითხოვს, მსჯავრდებული და დამნაშავე სააკაშვილის, რომელიც საქართველოში არეულობის, დესტაბილიზაციის და რევოლუციისთვის შემოაპარეს, ამ ავანტიურის წარმატების შემთხვევაში საქართველოში მეორე ფრონტსაც გახსნიდა, - ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც „გმობს იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე."

როგორც ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს, საქართველო ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად, ამის მიუხედავად კი, ერთი წელია დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას ისმენენ საქართველოს ხელისუფლების, მთავრობის და პარლამენტის წევრების მისამართით.

მისივე თქმით, სამწუხარო ფაქტია, უკრაინის ხელისუფლების ნაწილის მიერ, საქართველოში ხელისუფლების არეულობის გზით ცვლილებით და ქვეყნის ომში ჩართვით ასე ღიად დაინტერესება.

„რუსეთ-უკრაინის უსასტიკესი ომის დაწყებიდან 1 წელი გავიდა. 1 წელია საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ყველაფერს აკეთებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, მხარი დავუჭირეთ 400-ზე მეტ საერთაშორისო დოკუმენტს(მათ შორის გუშინ გაეროში), პირველ ადგილზე ვართ ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობის მიხედვით, 200 000 უკრაინის მოქალაქემ ისარგებლა სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამებით, 30 000 მეტი უკრაინელი ლტოლვილი დღესაც ცხოვრობს, მუშაობს და სწავლობს საქართველოში, 1 წელია 1 გულწრფელი მადლობა არ მოგვისმენია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, პირიქით 1 წელია უსამართლოდ და დაუსაბუთებლად აყენებენ შეურაცხყოფას ხელისუფლებას, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, 1 წელია ,,გვამუნათებენ" და მოგვიწოდებენ ,,გავისეირნოთ" სოხუმში და ცხინვალში, გადავცეთ საბრძოლო იარაღი, ჩავერთოთ ომში და გავხსნათ მეორე ფრონტი. დღესაც კი, უკრაინისთვის უმძიმეს თარიღს, აგრძელებენ უმადურობას და სამარცხვინო განცხადებას აკეთებს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი. დღესაც ბედავს და მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას ითხოვს, მსჯავრდებული და დამნაშავე სააკაშვილის, რომელიც საქართველოში არეულობის, დესტაბილიზაციის და რევოლუციისთვის შემოაპარეს, ამ ავანტიურის წარმატების შემთხვევაში საქართველოში მეორე ფრონტსაც გახსნიდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლების ნაწილი ასე ღიად არის დაინტერესებული არეულობის გზით ხელისუფლების ცვლილებით და ქვეყნის ომში ჩართვით, თუმცა მიუხედავად ამისა უკრაინას და უკრაინელ ხალხს მუდამ ექნება ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა, ხოლო კასიანოვის მსგავსი ადამიანები საკადრის პასუხს მიიღებენ!“ - წერს ბოჟაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი