თამთა მეგრელიშვილი: ნუ ატყუებთ ამ ხალხს! ამ კანონის მიზანი ერთია - სუბიექტის საქმიანობის შეუზღუდავად მოახდინოს მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 მარტი 2023, 00:00

ჩვენ უნდა დავამარცხოთ სერვილიზმი, მონური მორჩილების მიდრეკილება და თეთრზე ვთქვათ თეთრი, შავზე კი შავი! ჩვენ მხოლოდ ამ მოცემულობით, ვჭირდებით ევროპას და ჩვენ მხოლოდ ამ სახით მიგვიღებს ევროპა - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, ამ კანონის მიზანი ერთია - სუბიექტის საქმიანობის შეუზღუდავად მოახდინოს მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, კანონის მოთხოვნაა საზოგადოების მარტივი ინფორმირება - ვის მიერ ფინანსდები, რა მიზნით ფინანსდები და რა ოდენობის თანხით ფინანსდები.

თამთა მეგრელიშვილი ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღოს და გაგრძელდეს შეუფერხებელი წინსვლა ევროპისკენ.

„ჩვენ ვაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს, იმისთვის რომ საქართველომ მიიღოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი და გაგრძელდეს შეუფერხებელი წინსვლა ევროპისკენ - ეს არის ჩვენი არჩევანი“ - ირაკლი კობახიძე.
დიახ, ამ მიზნის მისაღწევად მეტი გამჭვირვალობის აუცილებლობით არის ნაკარნახევი საზოგადოებრივი ძალის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ქართული კანონპროექტი, სწორედ გამჭვირვალობა არის სტაბილურობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარების, მაღალი პოლიტიკური კულტურისა და საქმეში საქმიანი თვითშეგნების განვითარების წინაპირობა.

ჩვენ უნდა დავამარცხოთ სერვილიზმი, მონური მორჩილების მიდრეკილება და თეთრზე ვთქვათ თეთრი, შავზე კი შავი! ჩვენ მხოლოდ ამ მოცემულობით, ვჭირდებით ევროპას და ჩვენ მხოლოდ ამ სახით მიგვიღებს ევროპა.
ნუ შეგყავთ შეცდომაში ადამიანები! ნუ ატყუებთ სტუდენტებსა და ღვაწლმოსილ ადამიანებს! „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული კანონპროექტი, რომელიც კანონის სახით ჯერ არ დამტკიცებულა, ემიგრანტს არ უთვლის ფულს! შშმ პირებს არ ტოვებს მათ ინტერესებზე მორგებული პროექტების მიღმა! სტუდენტებს არ ართმევს უფლებას მიიღონ გრანტი! ნუ ატყუებთ ამ ხალხს!

ამ კანონის მიზანი ერთია - სუბიექტის საქმიანობის შეუზღუდავად მოახდინოს მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ხაზგასმით ვამბობ საქმიანობის შეუზღუდავად! კანონის მოთხოვნაა საზოგადოების მარტივი ინფორმირება - ვის მიერ ფინანსდები, რა მიზნით ფინანსდები და რა ოდენობის თანხით ფინანსდები. ანუ ყველაფერი მარტივია, ჩვეულ საქმეში არ იზღუდებით. #არატყუილს!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი