ირაკლი ლატარია: „ოცნებას“ მივყავართ ევროპისკენ, ომის გარეშე და ღირსების შენარჩუნებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 მარტი 2023, 12:27

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს რომ, იმას რასაც ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ აბრალებს, რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება და ევროპასთან დაახლოება სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.

მისი თქმით, ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აქვს საქართველოს, ყველა პუნქტში წინ სვლა, რასაც ევროკავშირი აფასებს.

„2012 წლიდან სულ ერთი და იგივე.

ისინი ამტკიცებენ - რუსულიო, ოცნების დროს ევროპამ უვიზო შემოიღო.
ისინი ამტკიცებენ - რუსულიო, ოცნების დროს ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას.
ისინი ამტკიცებენ - რუსულიო, ოცნების დროს, კონსტიტუციაში ჩაიწერა ჩვენი ევროპული მომავალი.
ისინი ამტკიცებენ - რუსულიო, ოცნების დროს, ხელი მოეწერა ევროპასთან, თავისუფალი ეკონომიკის ხელშეკრულებას.
ისინი ამტკიცებენ - რუსულიო, ოცნების დროს გვაქვს ყველა პუნქტში წინ სვლა, რასაც ევროკავშირი აფასებს.
ისინი ამტკიცებენ - რუსულიო, ოცნების დროს შევიდა განაცხადი კანდიდატის წევროპაზე.
ისინი ამტკიცებენ - რუსულიო, ოცნების დროს ვართ ყველაზე ახლოს ევროპასთან, თუ კი ოდესმე ვყოფილვართ.
ისინი აბრალებდნენ და ახლაც აბრალებენ ყოველთვის სხვას იმას, რასაც თავად ჩადიან, ხოლო ოცნებას კი მივყევართ ევროპისკენ, ომის გარეშე და ღირსების შენარჩუნებით. ეგაა და ეგ, სხვა დანარჩენი ლირიკაა. #ღირსებითევროპისკენ“, - წერს ლატარია facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი