ნინო ლომჯარია - აღარ ვაღიარებ მედიად ღიად რუსული პროპაგანდის საშუალებებს, როგორებიცაა „იმედი“, „პოსტვ“, „ალტ ინფო“ და სხვები, ვინც იქ მუშაობთ, იფიქრეთ, რომ ხართ რუსული პროპაგანდის დეკორაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 მარტი 2023, 19:26

ვინც მარტო დარჩით მთელი დემოკრატიული სამყაროს პირისპირ და მხოლოდ ლავროვი, პესკოვი და მარგო სიმონიანი გიცავთ, მინდა, იცოდეთ, აღარ გეტყვით გამარჯობას, არასდროს დავდგები იქ, სადაც იქნებით თქვენც, თუ სადმე შემთხვევით გნახავთ, ძალიან მშვიდად გეტყვით, რასაც ვფიქრობ თქვენზე,  – ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნინო ლომჯარია აღნიშნავს, „ასევე, აღარ ვაღიარებ ღიად რუსული პროპაგანდის საშუალებებს, როგორებიცაა „იმედი“, „პოსტვ“, „ალტ ინფო“ და სხვები მედიად, ყველა ვინც იქ მუშაობთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ხართ ან ინსტრუმენტი, ან დეკორაცია რუსული პროპაგანდის“.

„ჩემი დიდი პაპა, ბებიის მამა, ხევსური გიორგი ჭინჭარაული ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი ყოფილა. ის მოკლეს, თუმცა საფლავიც კი არ ვიცით მისი. ბებიამ მხოლოდ მაშინ გაამხილა ეს ამბავი შვილებთან, როდესაც ტელევიზორში გაიგო, ქაქუცა ჩოლოყაშვილი გმირად გამოცხადდაო. მეგონა, ცუდი მამა მყავდაო, რადგან მთელი ცხოვრება აგენტის, არამზადის და ბანდიტის შვილს მეძახდნენო. დედას ცხენზე თოკით აბამდნენ და ისე მიჰყავდათ ყოველდღე პოლიციას დასაკითხად და ჩვენ, შიშველი ბავშვები უკან მივსდევდით ტირილითო… მამის დატოვებულ ბიბლიოთეკას მთელი ბავშვობა ვწვავდით გათბობის მიზნითო. ოჯახში დიდ პაპაზე და ქაქუცაზე ჩურჩულით საუბრობდნენ, ამიტომ ბევრი არაფერი ვიცით მასზე.

ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა, ჩემო ნაცნობო დეპუტატებო „ქართული ოცნებიდან“, ვინც მიეცით ხმა იმას, რომ თქვენი მეგობრები, მეზობლები, ყოფილი კოლეგები, ნათესავები და ზოგისთვის ოჯახის წევრებიც კი აგენტებად და ქვეყნის მტრებად გამოგეცხადებინათ და ამით ისინი დევნისა და ტერორისთვის გაწირეთ…

ვინც მარტო დარჩით მთელი დემოკრატიული სამყაროს პირისპირ და მხოლოდ ლავროვი, პესკოვი და მარგო სიმონიანი გიცავთ…

მინდა, იცოდეთ, აღარ გეტყვით გამარჯობას, არასდროს დავდგები იქ, სადაც იქნებით თქვენც, თუ სადმე შემთხვევით გნახავთ, ძალიან მშვიდად გეტყვით, რასაც ვფიქრობ თქვენზე.

ასევე, აღარ ვაღიარებ ღიად რუსული პროპაგანდის საშუალებებს, როგორებიცაა „იმედი“, „პოსტვ“, „ალტ ინფო“ და სხვები მედიად, ყველა ვინც იქ მუშაობთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ხართ ან ინსტრუმენტი, ან დეკორაცია რუსული პროპაგანდის.

მადლობა ყველას, ვინც საკუთარი მხარდაჭერა ღიად, ირიბად, გაუბედავად, გაბედულად თუ პირდაპირ დააფიქსირა რუსული კანონის წინააღმდეგ! ყველას მოგწვდებით და გეტყვით მადლობას! არ დაგვავიწყდებით“, – წერს ნინო ლომჯარია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი