გიორგი კალანდია: მზად არიან ყველას ვინც მათ აზრზე არ ვართ სამოსზე დავითის ვარსკლავი დაგვკიდონ და ბოლოს გვჟლიტონ ისე როგორც ამას ფაშისტები აკეთებდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 მარტი 2023, 19:28
„1991 წელს როცა ჩემს მშობელთან და მეგობრებთან ერთად ბალტინის ჯარების რუსულ ბომბებს სამეგრელოში ვემალებოდი, ბევრი დღევანდელი „ევროპიელი“ მამიკოებთან ერთად რუსთაველზე იდგა და დსთ-ში შესვლას დაჩოქილი ითხოვდა! მაშინ ისტორიის ბნელ მხარეზე ოჯახებიანად რომ იყავით ამას რა ეშველება?! რა მორალური „ბეგრაუნდი“ გაძლევთ უფლებას საქართველოს მომავალზე დღეს ისაუბროთ?!..“- ამის შესახებ ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს. 

 კალანდია მის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  ამ ფეიკის ერთ-ერთ არხზე გავრცელებამ (მოგვიანებით წაუშლიათ) კიდევ ერთხელ დამანახა ჩემი „კოლეგების“ მორალური სახე, რომლებიც მზად არიან ყველას ვინც მათ აზრზე არ ვართ სამოსზე დავითის ვარსკლავი დაგვკიდონ და ბოლოს გვჟლიტონ ისე როგორც ამას ფაშისტები აკეთებდნენ.

 „ჩემს სათქმელს ასე დავიწყებ: მახსოვს 1991 წელს როცა ჩემს მშობელთან და მეგობრებთან ერთად ბალტინის ჯარების რუსულ ბომბებს სამეგრელოში ვემალებოდი, ბევრი დღევანდელი „ევროპიელი“ მამიკოებთან ერთად რუსთაველზე იდგა და დსთ-ში შესვლას დაჩოქილი ითხოვდა! ახლა არ მითხრათ მაშინდელი დრო არ გვახსოვსო! არცერთი თქვენგანი ჩემზე უმცროსი არაა.. ჰოდა მაშინ ისტორიის ბნელ მხარეზე ოჯახებიანად რომ იყავით ამას რა ეშველება?! რა მორალური „ბეგრაუნდი“ გაძლევთ უფლებას საქართველოს მომავალზე დღეს ისაუბროთ?!.. 

დიახ, ძალიან ვამაყობ რომ ტელეკომპანია „იმედში“ ვმუშაობ, აქაური ჟურნალისტები თვალებაცრემლებულები არ კითხულობენ საყვარელი პოლიტიკოსების წერილებს, არც ფეიკებს ავრცელებენ და არც „პოლიტ ლიდერებად“ გარდაიქმნენ... დღეს ვიღაც არ შემდგარს მორიგი სიყალბე გაუვრცელებია, რომ თითქოსდა სტამბოლში, რომელიღაც კაფეში არ შევუშვივარ, მაგრა გამეცინა რადგან მტკნარი ტყულია, არასოდეს ასეთი რამ არ მომხდარა, პირადად მე არც არცერთ კაფეში მომნდომებია შესვლა და არც არავის უთქვამს ჩემთვის უარი.  

თუმცა ამ ფეიკის ერთ-ერთ არხზე გავრცელებამ (მოგვიანებით წაუშლიათ) კიდევ ერთხელ დამანახა ჩემი „კოლეგების“ მორალური სახე, რომლებიც მზად არიან ყველას ვინც მათ აზრზე არ ვართ სამოსზე დავითის ვარსკლავი დაგვკიდონ და ბოლოს გვჟლიტონ ისე როგორც ამას ფაშისტები აკეთებდნენ (თუმცა რა მიკვირს მათგან, 1992 წლიდან ასე დუმილით არ ეგებებოდნენ განსხვავებულად მოააზროვეების მიტინგებზე ხოცვას)... 

ამ ამბავმა საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტიც გამახსენა, დღეს მავანი მის სტატუსებს აზიარებს, მისგან ჯილდოებსა და პრემიებს იღებს, არადა იყო დრო როცა მის საჯარო ბულინგს ქუჩასა თუ კაფეში სიხარულით, ან მინიმუმ დუმილით ხვდებოდნენ, მისი მხარდაჭერისთვის ჩემ ლანძღვაზე კი აღარაფერს ვამბობ... და ბოლოს!... ბედნიერი ვარ რომ კანონი გაიწვიეს, საკუთარ ხალხს რომ მოუსმინეს. მე კი მომავალშიც ასე მოვიქცევი, აზრს მანამ არ დავაფიქსირებ სანამ საკითხს (თუ კანონს) საკუთარი თვალით არ გავეცნობი, მესმის რომ მავანი კანონის წაკითხვის სურვილმა გააბრაზა, თუმცა მე ასეთი ადამიანი ვარ, დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანი... სწორედ ესაა ევროპელობა! საქართველოს გაუმარჯოს! არა რუსეთს და არა რუსულ ფაშიზმს!“- წერს გიორგი კალანდია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი