ზურაბ ქადაგიძე ჩერგოლეიშვილზე: „აღვირახსნილი ევროპელები“ მზად არიან, კანდიდატის სტატუსზეც უარი თქვან, ოღონდ ეს „ქართული ოცნების“ პირობებში არ მოხდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 11 მარტი 2023, 11:00

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ტაბულას“ დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას Facebook-ზე ეხმაურება.

„აღვირახსნილი ევროპელები“ მზად არიან, კანდიდატის სტატუსზეც უარი თქვან, ოღონდ ეს „ქართული ოცნების“ პირობებში არ მოხდეს.

„ჩემი ამოცანა უსაფრთხოება და თავისუფლებაა და არა კანდიდატის სტატუსი, რომელიც არ ჰყოფნის უსაფრთხოებას და თავისუფლებას-წევრობამდე შორ გზას მიტოვებს“ - ეს განცხადება ეკუთვნის გიგა ბოკერიას მეურვე თამარას.

ქალბატონი ჩერგოლეიშვილი აპირებს „ხალხის ძალაში“ შემოსვლას, რადგან მისთვის პირველადი ამოცანა, უსაფრთხოება და თავისუფლება ყოფილა. ოღონდ, ქალბატონი თამარა მხოლოდ ერთი განსაკუთრებული კრიტერიუმით ვერ აკმაყოფილებს „ხალხის ძალის“ ღირებულებებს - ჩვენთვის უსაფრთხოებას და თავისუფლებას, საქართველოს სუვერენიტეტი განაპირობებს და არა კანდიდატის სტატუსი!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ცნობისთვის, ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მეგობრებო, თუ ამ უკანდახევაში ბიძინამ ავტორიტარიზმი გაიპრავა, ნორმალიზაცია და კანდიდატის სტატუსი მიიღო - ჩათვალეთ რომ პიროსის გამარჯვებას ზეიმობთ და თან გიხარიათ. P.S. გახსოვდეთ მელიას დაჭერა და ოპოსპექტრის კაპიტულაცია“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი