ბევრმა მითხრა, რატომ დავიხიეთ უკან, ხომ არ წააგო „ხალხის ძალამ“ ამ პროცესში? რა თქმა უნდა, არ წაგვიგია - დათმობაზე წასვლით, ჩვენ მოვიგეთ აქციაზე მდგომი თითოეული ადამიანის სიცოცხლე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 13 მარტი 2023, 18:17

სტუდენტობა, როგორც რაციონალური ძალა, რომელიც ანტიპიარს წამოეგო და აქციაზე გამოვიდა, ოპოზიციამ პოლიტიკურ სატყუარად აქცია და „ხალხის ძალასთან“ და სახელისუფლებო გუნდთან მათი სიცოცხლით ივაჭრა, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, „ხალხის ძალამ“ და სახელისუფლებო გუნდმა ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივად მიღებული გამარჯვება დათმო მხოლოდ იმიტომ, რომ შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდების ინტერესი და სიცოცხლე დააყენა პირველ ადგილზე.

„ყველა განვითარებული მოვლენა, რომელსაც თვალყურს ვადევნებდით, რა თქმა უნდა, მიზნად ისახავდა ერთს - ქართულ სახელმწიფოში გადატრიალების მოწყობას, ერთგვარ რევოლუციას, რომლის შედეგადაც, დიდი ალბათობით, ანტისახელმწიფოებრივი, დესტრუქციული ძალა მოვიდოდა სათავეში. გაკვირვებას ვერ ვმალავდი, როდესაც დაძაბული სიტუაციიდან ერთი საათის ინტერვალში, მათ შორის, „ქართულ ოცნებაში“ ჩაბუდებულმა გარკვეულმა პირებმა დაიწყეს სტატუსების წაშლა თუ თავის გახსენება „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ამ მხრივ, ნამდვილად, გაკვეთილი მივიღეთ და ეს მდგომარეობა გასატარებელი და მხედველობის მიღმა დასატოვებელი არ არის.

სახელისუფლებო გუნდი არის ჰუმანური და საზოგადოების ინტერესებზე მორგებული ძალა, რომელიც ამ ქვეყანაში ომს არ დაუშვებს. ქართველი ხალხის ძალიან დიდი მონაპოვარი ამ ძალის სახით არის ის, რომ „ქართული ოცნება“ არასდროს არ მიდის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

ბევრმა მითხრა, რატომ დავიხიეთ უკან, ხომ არ წააგო „ხალხის ძალამ“ ამ პროცესში. რა თქმა უნდა, ვიტყვი, რომ არ წაგვიგია - ჩვენ დათმობაზე წავედით და მოვიგეთ აქციაზე მდგომი თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ვეჭვობდით რა, რომ ოპოზიცია რევოლუციური მუხტისთვის სისხლისღვრას დაუშვებდა.
ჩვენ, „ხალხის ძალას“, ხელისუფლებასთან ერთად, ძალიან მარტივად შეგვეძლო დესტრუქციული ოპოზიციისთვის ჩვენს მიერ პროცედურულად მოპოვებული ყველა გამარჯვება არ დაგვეთმო, მაგრამ ეს გავაკეთეთ. ყველა სვლა, რომელიც სამართლებრივად, გამარჯვების ტოლფასად გვქონდა, დავთმეთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აქციის ორგანიზატორებს, რომლებიც რუსთაველზე იყვნენ შეკრებილნი, მათი ნანატრი, რევოლუციური სცენარი არ გაემეორებინათ. „ხალხის ძალამ“ და სახელისუფლებო გუნდმა გამარჯვება დათმო ახალგაზრდა სტუდენტების სიცოცხლისთვის (ტყუილად არ მითქვამს, რომ ოპოზიციური სპექტრის მხრიდან სახელისუფლებო გუნდის მიმართ ვაჭრობა იყო), ეს ბრძოლა ჩვენ დავთმეთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდების ინტერესი ყოფილიყო პირველადი.

ქართული სახელმწიფოს არჩევანი არის მშვიდობა (და ეს გამოჩნდა კიდეც), დესტრუქციული ძალის არჩევანი არის ომი, რევოლუცია. ამ დესტრუქციულმა ძალამ ახალგაზრდების ემოცია და მათი ამ საკითხში გაუთვითცნობიერებლობა მათივე მომავლის საწინააღმდეგოდ გამოიყენა და ამიტომ, ახალგაზრდების სისხლისღვრის საფრთხის გამო, ორივე კანონპროექტი ჩავაგდეთ“, - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი