ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში საზრდოობს ლიბერალიზმის ისეთი რადიკალური გამოხატულება, რომელიც ფაშიზმისგან არაფრით განსხვავდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 14 მარტი 2023, 13:34
„21-ე საუკუნეში, ინფორმაციულ ეპოქაში, პირდაპირ კამპანიას არავინ აწარმოებს გავლენების მოსაპოვებლად. ღია ფაშიზმით, ძალადობითა და ექსტრემიზმის მოწოდებებით ვერავინ მოიპოვებს მხარდაჭერას საზოგადოებაში, ამიტომაა მოგონილი „რბილი ძალა“ და მოგონილი „ნარატივები“, რა დროსაც აღქმით შეფუთული, სხვა რეალობა საღდება,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგზე სწორი აქცენტები დაისვა. ქადაგიძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, რადიკალებმა ექსტრემისტული კამპანია კიდევ უფრო გააძლიერეს, რასაც ევროპულობისა და დემოკრატიის სახელით ასაზრდოებენ. მისი თქმით, აღქმებზე დაფუძნებული ნარატივის რეალობად გასაღების მცდელობა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმის აუცილებლობას, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. 
„ექსტრემიზმი-დემოკრატიის სახელით“ - ძალიან სწორი შეფასებები გააკეთა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
ა აუცილებელია ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას! • კანონპროექტის ინიცირებამ იმაზე დიდი ლუსტრაცია მოახდინა, ვიდრე მისი ამოქმედება შეძლებდა! •  უმრავლესობის სწორმა გადაწყვეტილებამ და უაპელაციოდ, ადამიანის სიცოცხლესა და კანონპროექტს შორის ადამიანის არჩევანისას, ხელისუფლების ჰუმანური და ოპოზიციის მავნებლური ბუნება გამოაჩინა! • სამართალდამცველების მოქმედება ორიენტირებული იყო, მაქსიმალურად დაძაბულობის განმუხტვისთვის და რისკების პრევენციისთვის! • კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, რადიკალებმა არა მხოლოდ შეაჩერეს ექსტრემისტული კამპანია, არამედ აკადემიურ და საზოგადოებრივ სივრცეებში გადაიტანეს „ლიბერალური-ფაშიზმი“, რასაც დემოკრატიისა და ევროპულობის სახელით ასაზრდოებს სხვადასხვა პედაგოგი, ექსპერტი და პოლიტიკოსი. 21-ე საუკუნეში, ინფორმაციულ ეპოქაში, პირდაპირ კამპანიას არავინ აწარმოებს გავლენების მოსაპოვებლად. ღია ფაშიზმით, ძალადობითა და ექსტრემიზმის მოწოდებებით ვერავინ მოიპოვებს მხარდაჭერას საზოგადოებაში, ამიტომაა მოგონილი „რბილი ძალა“ და მოგონილი „ნარატივები“, რა დროსაც აღქმით შეფუთული, სხვა რეალობა საღდება. ამის კლასიკური მაგალითებია: 1) ქართული კანონპროექტის, რუსულად გასაღება; 2) სამართალდამცველების დაწვის მცდელობა, ცივილურ გამოხატულებად; 3) ცალ ფეხზე ხტუნაობის ღირსებად მონათვლა; 4) ადამიანების ბულინგი, დისკრიმინაცია, უფლებების ხელყოფა, ლიბერალურ დემოკრატიად გამოცხადება; 5) პედაგოგების დევნა, დაწესებულებებიდან გაყრის მოთხოვნების, ჰუმანიზმად შემოსაღება​ და ა.შ. მოკლედ, საქართველოში საზრდოობს ლიბერალიზმის ისეთი რადიკალური გამოხატულება, რომელიც ფაშიზმისგან არაფრით განსხვავდება. არაფერი აქვთ საერთო ლომჯარია-ბუღაძე-დავითაშვილ-გორგილაძეებსა და ათასი რჯულის ნაძირალას ჰუმანიზმთან, დემოკრატიასა და ტოლერანტობასთან. ასეთი ადამიანები არიან ტიპური ფაშისტები, რომლებიც ასაზრდოებენ ექსტრემიზმს და ავადმყოფურად საზრდოობენ განსხვავებული აზრის დისკრედიტაციით“, - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი