თამთა მეგრელიშვილი: „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ხელწერა უცვლელია - მათთვის მიუღებელია ყველა ის ადამიანი, რომელიც განსხვავებულად ფიქრობს და განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 მარტი 2023, 18:39
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხელწერა უცვლელია. ისინი „ბულინგს“ და დისკრედიტაციას,  როგორც კარგად გამოცდილ მეთოდს, ისე იყენებენ, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში, თვალსაჩინო გახდა ლიბერალური ფაშიზმი, „ნაცმოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერების მხრიდან ოპონენტების მიმართ, რაც ბულინგსა და დისკრედიტაციაში გამოიხატება.

„მათი მხრიდან განსხვავებული აზრის ტოტალური დისკრედიტაცია, რა თქმა უნდა, არის ნაციზმი. სხვაგვარად ვერ აიხსნება მათი მოთხოვნები. მაგალითად, დავით კაჭარავას შემთხვევაში მათ გააგზავნეს ფედერაციაში წერილი, რომ ის აღარ უნდა იყოს მისი წევრი. ასევე იუნესკოს ელჩის, ელისო ბოლქვაძის წინააღმდეგ იუნესკოს მისამართით წერილი გაიგზავნა. ასევე ჩვენ ვნახეთ ძალიან მძიმე შემთხვევა, როდესაც პედაგოგმა მცირეწლოვანი ბავშვი „დააბულინგა“ მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მშობელი არ არის „ნაცი“. ყველაფერი ეს თავს უყრის და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულ ხელწერას, რომ მათთვის მიუღებელია ყველა ის ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულად ფიქრობს და განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება გააჩნია. მეთოდი, რომელსაც ეს ადამიანები იყენებენ, არის თითოეული ჩვენგანის ტოტალური დისკრედიტაცია და ნაციზმი. „ხალხის ძალის“ თითოეული წევრის „ბულინგი“ მიდიოდა, მაგრამ ჩემი შვილიც იყო „ბულინგის“ მსხვერპლი და ეს არ არის ერთეული შემთხვევა - პირდაპირ გადმოდიან შეტევაზე და პერსონალურად გვეხებიან. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებულმა კანონპროექტმა ფარდა ახადა იმ რეალობას, რომელიც იყო და დღესაც არის ქართულ სახელმწიფოში; ფარდა ახადა ყველა იმ „ბოლშევიკს“, რომელიც პოლიტიკურ ხელწერად  ბრძოლის ამ მეთოდს იყენებს,“ - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი