დავით ქართველიშვილი პრემიერის პარლამენტში გამოსვლაზე: ეს იყო საქართველოს უახლოესი ათწლეულის როგორც მიღწევების, ასევე დესტრუქციისა და ღალატის მოკლე „ანთოლოგია“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 24 მარტი 2023, 13:56
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

„დასრულდა პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში. ეს იყო საქართველოს უახლოესი ათწლეულის როგორც მიღწევების, ასევე დესტრუქციისა და ღალატის მოკლე „ანთოლოგია“. ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწევების - რაც მხოლოდ და მხოლოდ მოქმედ, „რუსულად“ მონათლულ ხელისუფლებას უკავშირდება. და რადიკალური დესტრუქციის - რაც ე.წ. „დასავლურ“ ოპოზიციას უკავშირდება თავისი კორუმპირებული, უსამართლო და მიკერძოებული „გლობალური ომის პარტიის“ ლობისტებით.

იმ ლობისტებით, რომლებიც წლების განმავლობაში ასაზრდოებდნენ ხელისუფლებაში მყოფ ჯალათებს, რეკეტიორებს, მკვლელებს, სადისტებს - ხოლო დღეს ურცხვად ამბობენ: დიახ, სააკაშვილი-კეზერაშვილი-გვარამია არიან კრიმინალები, მაგრამ ესენი „ჩვენი“ კრიმინალები არიან და თქვენ ისინი ჩვენ უნდა გადმოგვცენ. და თურმე ამ გადმოცემაზე გადის იმ „ევროპულობის“ ფასი, რომელიც საქართველომ უნდა გადაიხადოს. ეს არის ამორალური და ამაზრზენი შემოთავაზება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ღირსებასა და ფასეულობებს.

პრემიერ-მინისტრმა ევროპას დღეს საკუთარი ფასის გადახდა შესთავაზა - „დეპოლარიზაციის“ სახით იმ საკვანძო დათქმის დასაძლევად, რომლის გაღვივებას თავადვე უწყობენ ხელს - დაუყოვნებლივ მიანიჭონ საქართველოს EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უკვე დაკარგა შინაარსობრივი სამართლიანობით გამოწვეული ნდობა, მაგრამ ჩვენი და ევროპის ღირსებებს შორის დამაკავშირებელ ხიდს და პრინციპის საქმეს წარმოადგენს.

ასე რომ, ამ კუთხითაც, დღეს „ბურთიც და მოედანიც“ ევროპის მხარეზეა. საქართველომ ქვეყანაში მორიგი ინსპირირებული დესტაბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთი სრულიად უსამართლო, ცილისმწამებლური და ანგაჟირებული მოთხოვნა გაითვალისწინა - „უცხო გავლენების გამჭვირვალობის“ კანონპროექტი გამოიწვია. ვნახოთ, რით უპასუხებს ყოველივე ამას ანალოგიური კანონის მიღების გზაზე მყოფი ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი