დავით ზურაბიშვილი სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემაზე - ნორვეგიის კონსერვატიულმა პარტიამ გადასცა, epp-ს წევრმა და არა მთელმა ნორვეგიამ, ისე, მაგათგანაც მარაზმია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 მარტი 2023, 17:47
თუ პატიმრისადმი თანადგომის გამოხატვა უნდოდათ, შეეძლოთ სხვანაირად გამოეხატათ და არა მაინცდამაინც იმ სფეროში დამსახურების აღნიშვნით, სადაც მის მმართველობას ყველაზე დიდი პრობლემები ჰქონდა - ასე ეხმიანება დავით ზურაბიშვილი პატიმარ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდოს გადაცემას. 

როგორც დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს,  სააკაშვილს ჯილდო ნორვეგიის კონსერვატიულმა პარტიამ გადასცა, epp-ს წევრმა და არა მთელმა ნორვეგიამ.

„ნორვეგიის კონსერვატიულმა პარტიამ გადასცა, epp-ს წევრმა და არა მთელმა ნორვეგიამ.
ისე მაგათგანაც მარაზმია, ჩემი აზრით. თუ პატიმრისადმი თანადგომის გამოხატვა უნდოდათ, შეეძლოთ სხვანაირად გამოეხატათ და არა მაინცდამაინც იმ სფეროში დამსახურების აღნიშვნით, სადაც მის მმართველობას ყველაზე დიდი პრობლემები ჰქონდა“, - წერს დავით ზურაბიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი