ნინო წილოსანი: რაც დარჩება ისტორიას, არის ის რეფორმები, რაც ქალების ინტერესებისთვის გაატარა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 მარტი 2023, 10:17

რაც დარჩება ისტორიას, არის ის რეფორმები, რაც ქალების ინტერესებისთვის გაატარა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მხოლოდ ბოლო ორ წელში: მივიღეთ ახალი გენდერული თანასწორობის კონცეფცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

იგი იმის შესახებ საუბრობს, თუ რა გააკეთა გენდერულმა საბჭომ. მისი თქმით, ისინი ქალების ინტერესებისა და შესაძლებლობების დასაცავად საქმის კეთებას გააგრძელებენ.

„ბოლო დღეებში ბევრჯერ ვუხსენებივარ მე და გენდერული თანასწორობის საბჭო, თუ ოპოზიციონერ ქალებს, თუ ტელეწამყვანებს. განსაკუთრებულ ყურადღებას არ დავუთმობ მათი საქმიანობის დახასიათებას, ეს ანალიზი და შესაბამისი პოლიტიკური არჩევანის გაკეთება საზოგადოების საქმეა. ერთს კი ვიტყვი, რაც დარჩება ისტორიას, არის ის რეფორმები, რაც ქალების ინტერესებისთვის გაატარა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში: მივიღეთ ახალი გენდერული თანასწორობის კონცეფცია;
პირველად ისტორიაში მივიღეთ ქალების ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია;
ძალადობის მსხვერპლთათვის მოვხსენით აქამდე არსებული სავალდებულო სტატუსი, რათა უფრო მარტივად მიიღონ სახელმწიფო სერვისები და დახმარება;
ქალებისა და გოგოების ტექნოლოგიებში ჩართვის გაზრდის ვალდებულებით შევუერთდით გაეროს თანასწორობის ფორუმს;
შემოვიღეთ ყველა საკანონმდებლო აქტში გენდერული გავლენის ანალიზის ვალდებულება - ყველა ინიციატორი ახლა უკვე იმსჯელებს მისი ინიციატივა რა გავლენას მოახდენს ქალებზე;
გავაძლიერეთ ადგილობრივი გენდერული საბჭოები და გავააქტიურეთ გენდერული ბიუჯეტების დამტკიცების პრაქტიკა;
შემოვიღეთ სოფლის მეურნეობაში სპეციალურად ქალებზე მორგებული პროგრამა;
გავახანგრძლივეთ კვოტების მოქმედების ვადები;
კერძო სექტორში დასაქმებულთათვის გავზარდეთ დეკრეტული შვებულების თანხა, აღარ ვამბობ საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის უკვე არსებულ დეკრეტულ შვებულებაზე;
პარლამენტში გავხსენით მარო მაყაშვილის სახელობის ოთახი და დავაფუძნეთ გენდერული ჩემპიონებისთვის სპეციალური ჯილდო.
ჩატარებულია რამდენიმე საკვანძო თემატური მოკვლევა და მათ საფუძველზე გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც მიემართებოდა ქალების ფინანსურ რესურსებსა და ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, პოლიტიკაში გენდერულ მეინსტრიმინგს და სხვა.

ამის გარდა, მიმდინარე რეჟიმში რამდენიმე ცალკე ჯგუფი მუშაობს შშმ ქალებისა და მარტოხელა მშობლის სტატუსის საკითხებზე, ალიმენტის და სხვა საკითხებზე და მჯერა, რომ ამ თემებსაც მალე მივიყვანთ ბოლომდე. იქამდე კი: 2017 წელს მოვახდინეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება. ცნობისთვის, უკრაინამ მანამდე პოლიტიკური ნების არქონის გამო, მხოლოდ ომის დროს შეძლო ამავე კონვენციის რატიფიცირება.

2019 წელს ირაკლი კობახიძის ლიდით მივიღეთ სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები და 2020 წელს, ასევე ირაკლი კობახიძის მონდომებით, გენდერული კვოტები დავნერგეთ.

ეს ყველაფერი იმის შესახებ გენდერულმა საბჭომ რა გავაკეთეთ. იმ ადამიანებს კი, ზემოთ ვინც ვახსენე, ქალების უფლებების დაცვის მოტივით პოლიტიკურ ტალახს რომ ზელენ, პასუხის ღირსადაც არ ვთვლი. ამიტომ, ჩვენ საქმის კეთებას გავაგრძელებთ ქალების ინტერესებისა და შესაძლებლობების დასაცავად.

პ.ს ამ ყველაფრისთვის მადლობა ყველა განვითარების პარტნიორს, ვინც თავდაუზოგავად გვეხმარებოდა ამ პოლიტიკური რეფორმების გატარებაში, გენდერული საბჭოს ყველა წევრს, ჩვენი საბჭოს სამდივნოს არაჩვეულებრივ თანამშრომლებს“, - წერს წილოსანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი