თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციური სპექტრი ამჯერად საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს ესხმის თავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 მარტი 2023, 17:27
ოპოზიციური სპექტრი ამჯერად საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს ესხმის თავს. ტელეკრატიის მეშვეობით, საგანგებოდ მომზადებული რეპორტაჟით, მას ალეკო ხვისტანის კომპანია შპს „ელექტრო მონტაჟ სერვისის“ საქმიანობასთან აკავშირებენ, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, სინამდვილეში, ვიქტორ ჯაფარიძეს არანაირი საქმიანი შეხება არ აქვს ალეკო ხვისტანთან და დაინტერესებული პირებიც კი ამის დამამტკიცებელ ვერცერთ ფაქტს ვერ მოიყვანენ.

„რაც შეეხება ტენდერის თემას, ტენდერების სპეციფიკიდან გამომდინარე, წინასწარ ყოველთვის მკაფიოდ და ზუსტად ხდება  სატენდერო პირობების გაწერა.
ტენდერის წარმოებისას შეირჩევა მხოლოდ ის, ვინც სატენდერო მოთხოვნებს ყველაზე მეტად აკმაყოფილებს (ანუ ვინც პასუხობს ყველა დადგენილ მოთხოვნას),  შესრულების საუკეთესო პირობებით.

რეპორტაჟში ცალმხრივად, მხოლოდ პოლიტიკური მიკერძოებით გაშუქდა საკითხი.
არავინ დაინტერესებულა იმით, კიდევ რამდენმა კომპანიამ მიიღო ტენდერში მონაწილეობა და რა პირობებში გაიმარჯვა მან, ვინც გაიმარჯვა.

ამ კონკრეტულ საკითხზე მიკერძოების გარეშე საუბარი, მერწმუნეთ, მთელ წარმოდგენილ სურათს შეცვლიდა (ნათელი გახდებოდა, რომ ალეკო ხვისტანის კომპანია, სატენდერო პირობების გათვალისწინებით, ყველა სხვა კომპანიას შორის საუკეთესო იყო და ადგილი მიკერძოებულ შერჩევითობას არ ჰქონია).

ასევე აუცილებლად უნდა შევეხო ვიქტორ ჯაფარიძისა და ტარიელ ნაკაიძის დაპირისპირებას, რომელსაც რელიგიურ სარჩულს აკერებენ.

ტარიელ ნაკაიძე 2008-2020 წლებში მართლაც იყო რელიგიური ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე, მაგრამ წლებია, ის აღარ წარმოადგენს „ქართველ მუსლიმთა კავშირს“ და შესაბამისად, საგანგებოდ მომზადებული პოლიტიკური დაკვეთით "შეკერილი" გზავნილი, რომ მას, როგორც "ქართველ მუსლიმთა კავშირის" წარმომადგენელს, ვიქტორ ჯაფარიძე რელიგიური ნიშნით დაუპირისპირდა, არის ტყუილი.

ვიქტორ ჯაფარიძე არის კაცი, პატრიოტი, საკუთარი ხალხისა და ქვეყნის სიყვარულით. მას არასოდეს არავისთვის არაფერი წაურთმევია და რაც გააჩნია - ქონება იქნება ეს თუ სახელი, მხოლოდ საკუთარი შრომითა და განვლილი ცხოვრებით მოიპოვა.

მინაწერი: ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებო და პოლიტიკურად ანგაჟირებულო მედია საშუალებებო,
მეტი სიზუსტისა და სანდოობისთვის,
საკითხზე საუბრისას ნუ დაინახავთ მას მხოლოდ თქვენთვის საინტერესო მხრიდან, ყველამ ვიცით, რომ ყველაფერს ორი მხარე აქვს.

შეეშვით დაკვეთით დაწერილის წაკითხვას, საკუთარ პროფესიას გაუფრთხილდით. ხომ ატყობთ, თქვენს სიტყვებს უკვე ნაკლები ფასი აქვს", - აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი