მიხეილ ყაველაშვილი: კრამონის მოტივაცია და საქართველოსადმი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება დღეს არ გამოკვეთილა - როცა წითელი ხაზები იკვეთება, აუცილებელია ქვეყნის ღირსების, ინტერესისა და სუვერენიტეტის დაცვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 03 აპრილი 2023, 20:29
"ვიოლა ფონ კრამონის დამოკიდებულება თავისთავად შეურაცხმყოფელია. მართალია, კორექტულობის ფარგლებში ყოველთვის დავრჩებით, მაგრამ როცა წითელი ხაზები იკვეთება, აუცილებელიც არის ქვეყნის ღირსების, ინტერესისა და სუვერენიტეტის დაცვა იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ხელისუფლებაში არიან და, მით უმეტეს, ამ პირობებში უწევთ მოქმედება.“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა, „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.



მისი თქმით, კრამონის მოტივაცია და საქართველოსადმი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება დღეს არ გამოკვეთილა.



„რა თქმა უნდა, ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი გამოირჩევა განსხვავებული შეხედულებებით საქართველოს მიმართ. მას, Credit Suisse-სთან ბიძინა ივანიშვილის დავასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას, წამოსცდა, „რეზოლუცია, რომელიც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მომზადდა, აჩვენებს იმის ეფექტს, რომ შესაძლოა, მომავალში იყოს სანქციები“. საზოგადოებაში გავრცელებული იყო აზრი, რომ ჩვენ რაღაც კონსპირაციებს ვიგონებთ, თუმცა ჩვენი ნათქვამი თავისი სიტყვებით დაამტკიცა ამ ქალბატონმა.



ეს დამოკიდებულება თავისთავად შეურაცხმყოფელია. მართალია, კორექტულობის ფარგლებში ყოველთვის დავრჩებით, მაგრამ როცა წითელი ხაზები იკვეთება, აუცილებელიც არის ქვეყნის ღირსების, ინტერესისა და სუვერენიტეტის დაცვა იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ხელისუფლებაში არიან და, მით უმეტეს, ამ პირობებში უწევთ მოქმედება. რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ასეთი ქმედება ყველასგან შეურაცხმყოფელია. თუ ის ქვეყნის გულშემატკივარია, არ უნდა ახსენოს მაიდანი და არ უნდა იყოს რევოლუციის მხარდამჭერი. ჩვენ, „ხალხის ძალა“, უკვე თვეებია, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხალხი უნდა იყოს მუდამ საქმის კურსში და იცოდეს, რა ხდება საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ, თუნდაც ევროპარლამენტში, და ასევე უნდა იცნობდნენ იმ გეგმებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აქვს „გლობალური ომის პარტიას“, რომელიც მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა დღეს გამოიკვეთა, რომ ეს ყველაფერი არ ხდება მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ - ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების, მაგალითად, ისრაელისა და თურქეთის განცხადებებიც მოვისმინეთ.



როდესაც სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში გამოდიოდა, რაღაც კონსპირაციას ახსენებდა, თითქოს მეორე ფრონტის თემას ჩვენ თვითონ ვწევთ. მადამ პრეზიდენტს მინდა, შევახსენო, ერდოღანმა განაცხადა, რომ მან გადაარჩინა თურქეთი რუსეთთან ომში ჩართვისგან - სწორედ ეს ძალები ცდილობდნენ, რომ როგორმე თურქეთი ჩაერთოთ ომში.



ჩვენ, „ხალხის ძალამ“, დიდი ხანია, დავიწყეთ კულუარებიდან ინფორმაციის გამოტანა და საზოგადოებისათვის იმის თქმა, რაც ხდებოდა და დღესაც ხდება ჩვენ გარშემო. ეს აუცილებელია და არ უნდა გავჩერდეთ! - პირიქით, და ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი.



ვიოლა ფონ კრამონის მოტივაცია დღეს არ გამოკვეთილა, ჩვენ სხვადასხვა შეფასებებს ვუსმენთ.



მაინტერესებს, როდის ჩაიხედავენ საკუთარ თავებში და როდის შერცხვებათ იმ ადამიანებს, რომელთაც თავის Facebook კედლებზე ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ 78 პარლამენტარისთვის მინიჭებული მოღალატის სტატუსი. სხვათა შორის, ლევან გიგინეიშვილმა განაცხადა, რომ ადამიანები ხანდახან ხდებიან საკუთარი გადაწყვეტილების მონები, - ანუ როცა გაუთვითცნობიერებლად, დაუფიქრებლად იღებ გადაწყვეტილებას, მერე კი იხტიბარს არ იტეხ და გინდა, როგორმე ეს შენი „სიმართლე“ ბოლომდე გაიტანო მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები იცვლება. თუ შენი ქვეყნისთვის ზრუნავ, უნდა გეყოს ვაჟკაცობა და გამბედაობა, რომ სიმართლე დაინახო და ამის აღიარება შეძლო მით უმეტეს, როცა დღეს რაღაცები გამოიკვეთა და სულ რაღაც რამდენიმე დღეა გასული მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტში ამ კანონის ინიცირებაზე დაიწყეს ლაპარაკი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი