დავით ქართველიშვილი: საქართველოს სახელმწიფოს გადაწყვეტილება, ქვეყანაში არ შემოუშვან მარტის არეულობის ერთ-ერთი „მატრენინგებელი“ ორგანიზატორი, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებით იყო ნაკარნახევი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 აპრილი 2023, 21:45
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ამერიკის მოქალაქე, გვარად ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში მათი გადაწყვეტილების საფუძველზე. 

ქართველიშვილის თქმით, ეს იყო ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებით მიღებული გადაწყვეტილება. 

 „როდესაც 2014 წლის აპრილში ნაცების არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალმა ზონამ“ უკრაინიდან ჩამოიყვანა კიევის „მაიდანის“ ერთ-ერთი პოლიტტექნოლოგი, რომელმაც ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორსა და მათ მედიას „სახელმწიფო გადატრიალების“ თემატიკაზე ტრენინგები ჩაუტარა. ეს იყო მისი უკანასკნელი ვიზიტი საქართველოში. 2021 წლის 28 სექტემბერს როდესაც სააკაშვილი უკვე ჩასმული იყო კონტრაბანდულად არაჟნით სავსე კონტეინერში, კიევი-თბილისის რეისით, საქართველოში ჩამოფრინდა ოცამდე უკრაინელი მამაკაცი, კიევის „მაიდანისა“ და დონბასში „ანტიტერორისტული ოპერაციის“ მონაწილე. ჩამოფრინდნენ თანხის გარეშე და ვერც თავისი დაბინავების მისამართი დაასახელეს. 

რა თქმა უნდა, ყველა დაადეპორტეს სამშობლოში. სამ დღეში კი ყველამ გაიგო, რომ რუსთაველზე იგეგმებოდა დიდი არეულობა. როდესაც 2021 წლის ოქტომბრის მიწურულს საქართველოში არ შემოუშვეს საერთაშორისო დონის ორი თაღლითი და პროვოკატორი დმიტრი გორდონი და ყაზახეთის მიერ ძებნილი მარგულან სეისემბაევი, ესეც სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებით იყო განპირობებული. დარწმუნებული ვარ, 2022 წლის აპრილის შემდეგ საქართველოში არც პიტერ აკერმანს შემოუშვებდნენ. 

თუმცა მან ეს შესაძლებლობა თავად აგვარიდა - 26 აპრილს გარდაიცვალა. საქართველოს სახელმწიფოს ბოლო გადაწყვეტილება, ქვეყანაში არ შემოუშვან ა.წ. მარტის არეულობის ერთ-ერთი „მატრენინგებელი“ ორგანიზატორი, აშშ-ს მოქალაქე მარშალ ქომინსი, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებით იყო ნაკარნახევი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სპეცსამსახურებს და მათ ღირსეულ ხელმძღვანელ - გრიგოლ ლილუაშვილს!“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი