ვატო შაქარიშვილი კელი დეგნანზე: ფარისევლობის და ორმაგი სტანდარტების მწვერვალია, ამჟამინდელ სასამართლოსთან მიმართებაში იყო ასეთი არაადეკვატურად კრიტიკული და ერთი სიტყვა არ წამოგცდეს სასამართლოდ წოდებულ, ნაც-მოძრაობის ძალადობრივი რეჟიმის მთავარ ინსტრუმენტზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 აპრილი 2023, 12:23
კელი დეგნანმა გუშინდელ ინტერვიუში აჯობა ნაც-მოძრაობას და წარმოუდგენელი უტიფრობით აუარა გვერდი ჟურნალისტის კითხვას, სააკაშვილ-ადეიშვილის სასამართლოს შესახებ. ელჩმა გუშინ ყველაფერს გადაუსვა ხაზი - სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს; ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაწერილ და დაუწერელ ნორმებს; დამოუკიდებელი სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებულ სუვერენულ უფლებებს - ასე აფასებს საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ინტერვიუს.

შაქარიშვილის განცხადებით, აშშ-ის მიზანია, სანქციების დახმარებით მოხდეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა და გადატრიალების მოწყობა გაადვილდეს. მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტის მაგალითია დღევანდელი სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკა, იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი სასამართლო, რომელიც რეჟიმის მთავარი ინსტრუმენტი იყო, არ ხდებოდა აშშ-ის კრიტიკის ობიექტი. 

„სასამართლო სისტემაზე საუბრისას, ნაც-მოძრაობის ყველაზე ოდიოზური და უტიფარი წარმომადგენელიც კი, მართალია არაგულწრფელად, მოჩვენებითი ობიექტურობისთვის, მაგრამ მაინც იტყვის, რომ მათი მმართველობის დროს სასამართლო სისტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება იყო შეცდომა და რომ მაშინ მართლაც არსებობდა უამრავი პრობლემა. 
კელი დეგნანმა გუშინდელ ინტერვიუში აჯობა ნაც-მოძრაობას და წარმოუდგენელი უტიფრობით აუარა გვერდი ჟურნალისტის კითხვას, სააკაშვილ-ადეიშვილის სასამართლოს შესახებ. ელჩმა გუშინ ყველაფერს გადაუსვა ხაზი - სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს; ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაწერილ და დაუწერელ ნორმებს; დამოუკიდებელი სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებულ სუვერენულ უფლებებს! მან, საკუთარი ქვეყნის დამფუძნებელ მამებს აქცია ზურგი და კიდევ ერთხელ დაგვანახა დღევანდელი ამერიკის რეალური სახე! 
ფარისევლობის და ორმაგი სტანდარტების მწვერვალია - ამჟამინდელ სასამართლოსთან მიმართებაში იყო ასეთი არაადეკვატურად, უსაფუძვლოდ კრიტიკული და ერთი სიტყვა არ წამოგცდეს სასამართლოდ წოდებულ, ნაც-მოძრაობის ძალადობრივი რეჟიმის მთავარ ინსტრუმენტზე.
როგორ გვჭირდებოდა მაშინ ერთი კრიტიკული განცხადება, ერთი სამართლიანი შეფასება, მცირედი სოლიდარობა, როდესაც რეჟიმთან უთანასწორო ბრძოლაში ვიყავით! მაგრამ ნაცვლად ამისა, აშშ-ის იმდროინდელი ადმინისტრაცია “დემოკრატიის შუქურას” უწოდებდა სააკაშვილის მმართველობას და რეპრესიებს - რეფორმებად გვასაღებდა! მაშინ, რომ ამოეღოთ ხმა, დღეს მართლაც კიდევ უფრო კარგი სასამართლო სისტემა გვექნებოდა და ასეთი მძიმე მემკვიდრეობის პირობებში არ მოუწევდა ხელისუფლებას მოქმედება! 
ქართულ საზოგადოებას ჰქონდა და აქვს ლეგიტიმური უფლება იყოს კრიტიკული სასამართლო სისტემის მიმართ. იმ საზოგადოებას, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის ძალადობრივი სისტემის სიმწარე საკუთარ მხრებზე აქვს გადატანილი. ამ ხალხს ვერავინ დაასწრებს კრიტიკას, სასამართლოს მიმართ იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი სახელისუფლებო შტოს მისამართით! მაგრამ დღეს, საზოგადოებისთვის ნათელია, რომ აშშ-ის გაშმაგება გამოწვეულია იმით, რომ ვერ აკონტროლებენ სასამართლოს ისე, როგორც ამას აკეთებდნენ სისხლიანი რეჟიმის დროს! ეს არის და ეს! 
აშკარაა მათი მიზანი - სანქციებით და მსგავსი ქმედებებით ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუტები და გაამარტივონ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა. 
ამას არავინ დაუშვებს!!!“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი