გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილზე: ჩვენი გმირი პოლიციელები წითელ არმიას შეადარა და ირიბად მანაც მოახდინა ლაზარე გრიგორიადისის ფსევდო-ჰეროიზიაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 აპრილი 2023, 12:45
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, 8-9 აპრილს, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებულ აქციებს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართულ ღონისძიებას, სოციალურ ქსელში აფასებს.

გია აბაშიძის განცხადებით, აქციებზე შეკრებილ ოპოზიციონერებს, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის ფსევდო-ჰეროიზაციის მცდელობა ჰქონდათ. მისივე თქმით, ზურაბიშვილმა, 9 აპრილს გამართულ ღონისძიებაზე, ქართველი პოლიციელები, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ იგერიებდნენ, წითელ არმიას შეადარა. აბაშიძეს ასევე დაუშვებლად მიაჩნია ის ფაქტი, რომ  პრეზიდენტმა ერთმანეთს გაუტოლა პარლამენტზე თავდამსხმელთა რიგებში მყოფი ნანა მალაშხია და 1989 წლის 9 აპრილის ერთ-ერთი სიმბოლო, ნანა მახარაძე. 

„2023 წლის 8-9 აპრილს, რუსთაველზე ვიხილეთ ქართული საზოგადოების მცირე ნაწილის უკიდურესი მარაზმის დემონსტრირება:
- 8 აპრილს, ჩერგონავტების უფასო ელექტრონული მუსიკის შაბაში იმ ადგილას, სადაც 34 წლის წინ ჩვენი საამაყო თანამემამულენი საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში წითელი არმიის ჯალათებს ელოდნენ. ბოკერიას შნირები თუ სანახაობაზე მისული ამებები უმძიმეს ბრალდებებში მხილებული ლაზარე გრიგორიადისის ფსევდო-ჰეროიზიაციისთვის შეიკრიბნენ.
- 9 აპრილს, ოპერაში, დე იურე, მაგრამ საზოგადოებაში ლეგიტიმაციადაკარგულმა, არაადეკვატურმა სალომე ზურაბიშვილმა თავხედურად აღნიშნა: "ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწევს იმისი დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალი ევროპაა. აბა სხვა რა, ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია"... 
გამოდის, რომ საქართველოს უცხო სხეულმა ზურაბიშვილმა ჩვენი გმირი პოლიციელები წითელ არმიას შეადარა და ირიბად მანაც მოახდინა ლაზარე გრიგორიადისის ფსევდო-ჰეროიზიაცია.
გაუტოლა რა ერთმანეთს პარლამენტზე თავდამსხმელი ანარქისტების რიგებში ევროკავშირის დროშის მოფრიალე  ნანა მალაშხია და 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს თავისუფლების ერთ-ერთი სიმბოლო, ნანა მახარაძე, რომელსაც მანქანიდან სამგლოვიარო დროშა ჰქონდა გადმოფენილი, ორივე ღირსების მედლებით დააჯილდოვა. არც კი ახსენა ის ღირსეული პოლიციელი, რომელმაც 7-8 მარტს, პარლამენტთან, გავეშებული კრიმინალების მოგერიებისას, მათ მიერ დაგდებული საქართველოს დროშა ხელში აიღო, ეამბორა და შეინახა.
- 9 აპრილს, პარლამენტთან, ჩვენი ჯარის მძარცველი, ძებნილი კეზერაშვილის დასპონსორებულ ნაცსექტის სამარცხვინო აქციაზე, ასევე მოხდა გრიგორიადისის "ჰეროიზაცია". ცხადია, არ გამორჩათ მსჯავრდებული სააკაშვილისა და გვარამიას ავადმყოფური ფეტიშიზაციაც. მეტიც, კრიმინალი ნაცრეჟიმის არქიტექტორზე გულისამრევი დითირამბებით საუბრისას, ერთ-ერთმა ნაცგოშიამ, გია ბუღაძემ თქვა: ზვიად გამსახურდიას სული თითქოს გადმოვიდა მიხეილ სააკაშვილში...
ჩვენი სახელოვანი გმირების, ისტორიული ფიგურებისა და მოვლენების დაკნინების მცდელობაში აქტიურად მონაწილე მარგინალ ქართველებზე ზედგამოჭრილია ლეგენდარული ეროსი მანჯგალაძის ეს ეპიზოდი ლეგენდარული ფილმიდან "ნატვრის ხე"“-  წერს გია აბაშიძე  Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი