დავით ქართველიშვილი NGO-ების განცხადებაზე: მთელი ცხოვრება - „მუქთა იყოს, კუბო იყოს“ - პრინციპით რომ გაგიტარებიათ, ახლა მაინც ძალიან ნუღარ იჭაჭებით და საქმიან პოზაში ნუ დგებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 აპრილი 2023, 11:36
„ორი-სამი თქვენი კონკრეტული „ძალისხმევა“ გააჟღერეთ იმ პროცესებში, სადაც არც აქამდე აპირებდით მონაწილეობის მიღებას და არც ამიერიდან გესაქმებათ რამე“, - ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებას „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორად წოდებული ანტისამთავრობო ორგანიზაციებისთვის ყველაზე მტკივნეულია იმის აღმა, რომ უდიდესი ვარაუდით, საქართველო სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. „დღეს მორიგი პარაზიტები ჩაუდგნენ დამრიგებლურ პოზაში ხელისუფლებას, რომელიც სძულთ, რომელსაც ვერ ერევიან ვერც კონსტიტუციურად და ვერც რევოლუციურად, მაგრამ რომლის პირობებში იძულებით უწევთ თავისი ყოვლად უსარგებლო და მავნებლური საქმიანობის გაგრძელება. საუბარია უცხოური გავლენის აგენტებზე, აგენტოკრატების ლაქიებზე - ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებულ „არასამთავრობო“ ორგანიზაციებზე. როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოების ამ ყველაზე უსარგებლო სეგმენტისთვისაც გახდა ცნობილი, რომ უდიდესი ვარაუდით - სწორედ ეს ხელისუფლება მიიღებს ჯილდოდ იმ „სანუკვარ ტორტს“, EU წევრობის კანდიდატის სტატუსის სახით, რომლის „გამოცხობაში“ არასამთავროებს არანაირი დადებითი წვლილი შეტანილი არ ჰქონიათ. მათ არ შეუძენიათ არც საჭირო ინგრედიენტები, არ მოუმზადებიათ არც ბისკვიტი, არც კრემი. არ მიუღიათ მონაწილეობა გამოცხობაში - პირიქით, ცდილობდნენ ხან ღუმელში ტემპერატურის აწევას, ხან ღუმელის ჩაქრობას. მაგრამ „ტორტი“ დიდი ალბათობით - მაინც შედგება. ტრადიციული უსირცხვილობით და უნამუსობით შემკობილები, ეს პარაზიტები თეფშებითა და კოვზებით ემზადებიან „ტორტის“ გასაჭრელად და ერთადერთ „შეფ-მზარეულს“ - ხელისუფლებას, უტიფრად ახსენებენ: „ხომ იცი, გემოზე პასუხისმგებლები თქვენა ხართ, მაგრამ - არ დაგავიწყდეთ ჩვენი დიდი „ღვაწლი“ და „მოღვაწეობა“, თუ კი საბოლოო პროდუქტის გემო ჩვენც დაგვაკმაყოფილებს“. გასულ თვეში, ჩვენ - საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთო, რომ ვართ ევროპული ფასეულობების ერთგული და არ ვაპირებთ ევროკავშირში მიმავალი გზიდან გადახვევას. გვახსოვს! პარლამენტის შენობის დაზიანება და შიგნით შეღწევის გეგმები, „მოლოტოვის კოქტეილები“, გადამწვარი მანქანები - თქვენს „ევროპულ ფასეულობებს“ რა დაგვავიწყებს. არ დაგავიწყდეთო - ახსენებენ ეს მუქთახორა მანქურთები ხელისუფლებას: „ქართველი ხალხი ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს“ და მანდ არაფერი შეგეშალოთო. ვაცხადებთო, ამ პარაზიტებმა, რომ „ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა იქნება“. არ გვინდა მაქსიმალური! ორი-სამი თქვენი კონკრეტული „ძალისხმევა“ გააჟღერეთ იმ პროცესებში, სადაც არც აქამდე აპირებდით მონაწილეობის მიღებას და არც ამიერიდან გესაქმებათ რამე. 12 პუნქტიდან ძირითად გადასალახავ პოზიციას სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური და სადეპუტატო კონტინგენტის ძალისხმევა - თქვენ არც ერთს წარმოადგენთ, არც მეორეს. ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, 2023 წლის ბოლოს, სიამაყით უნდა განვაცხადოთო, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა - აცხადებენ ეს ვერშემდგარი პუტჩისტები და "მაიდანისტები". თქვენს ცალ ფეხზე მდგომ და წაკუზულ მდგომარეობაში მყოფ „სიამაყის“ პოზიციონირებას - „მთელ საზოგადოებაზე“ ნუ მოახდენთ, ნორმალურებს თავი გაგვანებეთ და ჯანდაბას, იმ ტორტის ნაჭერს თქვენც მოგიჭრით. მთელი ცხოვრება - „მუქთა იყოს, კუბო იყოს“ - პრინციპით რომ გაგიტარებიათ, ახლა მაინც ძალიან ნუღარ იჭაჭებით და საქმიან პოზაში ნუ დგებით. არ გიხდებათ“,- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი