ვლადიმერ ბოჟაძე კობა ნაყოფიას განცხადებაზე: ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ საქართველოს მოსახლეობა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 აპრილი 2023, 13:41
ომის და ღალატის პარტია, რადიკალური ოპოზიცია, მათი მართვადი მედიის და სამოქალაქო სექტორის ნაწილი ყოველდღიურ რეჟიმში ებრძვის ქვეყნის ევროატლანტიკურ კურს, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პროცესს, რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს წარმატება, ხელისუფლების წარმატებაც იქნება, რაც მათთვის სრულიად მიუღებელია,  -  ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს. 

ბოჟაძის თქმით, კობა ნაყოფიამ მისი განცხადებით, რომ კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის შემთხვევაში, საქართველოში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, რისთვისაც ოპოზიცია მზად უნდა იყოს, დაადასტურა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის და მეორე ფრონტის არსებობსი სცენარი. ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, ოპოზიცია ისევე აქტიურად ცდილობს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, როგორც  თავის დროზე ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების, უვიზო მიმოსვლის და თავისუფალალ ვაჭრობის შეთანხმებისთვის ცდილობდა ხელის შეშლას.

„კობა ნაყოფიას საქართველოს კონსტიტუცია რომ არ წაუკითხავს გასაკვირი არ არის, არც რიგგარეშე არჩევნების საფუძვლებში და  საარჩევნო კანონმდებლობაში რომ ვერ ერკვევა, მაგრამ გასაკვირია ასეთი გულწრფელი განცხადება და აღიარება. ომის და ღალატის პარტია, რადიკალური ოპოზიცია, მათი მართვადი მედიის და სამოქალაქო სექტორის ნაწილი ყოველდღიურ რეჟიმში ებრძვის ქვეყნის ევროატლანტიკურ კურს, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პროცესს, რატომ? იმიტომ რომ საქართველოს წარმატება ხელისუფლების წარმატებაც იქნება, რაც მათთვის სრულიად მიუღებელია, ისევე როგორც თავის დროზე ეწინააღმდეგებოდნენ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, უვიზო რეჟიმს და  თავისუფალალ ვაჭრობას, ისევე აქტიურად ცდილობენ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. საქართველოს გარე და შიგა მტრების მიზანია კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების საბაბით  ქვეყანაში დაიწყოს ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია, რასაც მოყვება სისხლიანი რევოლუცია, ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება, მეორე ფრონტის გახსნა და ჩვენი სამშობლოს ხელახალი ოკუპაცია, სწორედ ამ სცენარის არსებობა დაადასტურა კობა ნაყოფიამ. მერაბიშვილის და კეზერაშვილის კონტროლირებად ოპოზიციას ახლა მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - კანდიდატის სტატუსის არ მიღება! სამწუხაროდ ამ პროცესში მათ ეხმარება ენჯეოების და მედიის ნაწილი, ზოგიერთი ევროპარლამენტარი, სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი თანამდებობის პირი და აქტორები.
 ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ საქართველოს მოსახლეობა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებას და ,,ქართულ ოცნებასთან" ერთად გააგრძელებს მყარი ნაბიჯებით ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სვლას, ასევე მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების  შენარჩუნებას, სწორედ ეს არის ახლა უმთავრესი მიზანი და მის შესრულებას  წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი