გადავხედე იმ კონფერენციის ისტორიას, პრემიერი რომ მიიწვიეს მაისის თვეში. თურმე, 1970-იან წლებში პროპუტინისტური და ჰომოფობიური ყოველწლიური კონფერენცია დაუფუძნებიათ, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ამერიკის პრეზიდენტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 აპრილი 2023, 11:25

“გადავხედე იმ კონფერენციის(CPAC) ისტორიას, პრემიერი რომ მიიწვიეს მაისის თვეში. პირველ კონფერენციაზე 1974 წელს, პროპუტინისტური კავშირის პეზენტაციაზე სიტყვა უთქვამს ამერიკის 40-ე პრეზიდენტს, ნახეთ რამდენი პროპუტინისტი ყოფილა სამყაროში ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან”- ამის შესახებ მოძრაობა “აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.



“დავინტერესდი, გადავხედე იმ კონფერენციის(CPAC) ისტორიას, პრემიერი რომ მიიწვიეს მაისის თვეში. თურმე, 1970-იან წლებში, ამერიკაში, პროპუტინისტური და ჰომოფობიური ყოველწლიური კონფერენცია დაუფუძნებიათ. პირველ კონფერენციაზე 1974 წელს, პროპუტინისტური კავშირის პეზენტაციაზე სიტყვა უთქვამს ამერიკის 40-ე პრეზიდენტს, რონალდ რეიგანს.
პროპუტინისტურ კონფერენციებში, რომლებიც ყოველწლიურად იმართებოდა ამერიკის სხვადასხვა შტატებში, ასევე ავსტრალიაში, ბრაზილიაში, იაპონიაში, მექსიკაში, სამხრეთ კორეაასა და სხვა ქვეყნებში, მონაწილეობას იღებდნენ ამერიკის პრეზიდენტები და ვიცე პრეზიდენტები, გუბერნატორები, სენატორები, კონგრესმენები, მედიის წარმომადგენლები, სხვადასხვა კონტინენტის ქვეყნების მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები, დიპლომატები, იურისტები, ბიზნესმენები და ა.შ. 
გასულ წელს, ეს პროპუტინისტური ყრილობა, ფლორიდაში ჩატარებულა და სიტყვით ტრამპიც კი გამოსულა, რომელიც რეიგანის და ჯორჯ ბუშის შემდეგ მესამე პრეზიდენტი იყო, ვინც კონფერენციას მიმართა. სახელმწიფო მდივანი პომპეოც ყოფილა სპიკერი, სენატორი ტედ კრუზიც და კიდევ ათეულობით კონგრესმენი და სენატორი. 
ძალიან შევშფოთდი, წელს, პროპუტინისტური და ჰომოფობიური კონფერენცია ევროკავშირისა და ნატოს წევრ პროპუტინისტურ უნგრეთში ტარდებაო. რაზე შეიძლება ისაუბრონ პროპუტინისტურ კონფერენციაზე თუ არა - ქრისტიანობაზე, ოჯახზე, ლგბტ პროპაგანდით გამოწვეულ პრობლემებზე, ეროვნულ თვითმყოფადობაზე და სხვა არაპროგრესულ და ბნელ იდეოლოგიაზე…
ოხ ეს პუტინი რა, ნახეთ რამდენი პროპუტინისტი ყოფილა სამყაროში ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან…. რეიგანი, ბუში, ტრამპი, ორბანი, პომპეო, ტედ კრუზი,  სენატორები და კონგრესმენები, შტატების გუბერნატორები, სამხრეთ ამერიკული, ევროპული, აზიური ქვეყნების ყოფილი და მოქმედი ლიდერები, ამერიკული გამომცემლობები, ჟურნალისტები, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ყველანი პ რ ო პ უ ტ ი ნ ი ს ტ ე ბ ი ყოფილან… 
არ ვიცი რა, არ ვიცი… ჰელენ ხოშტარია, მაქარაშვილი და ზურა გირჩი რა ძალას ეჯახებიან ხვდებიით…? მარტო დარჩნენ ამ სამყაროში - ანტიპუტინისტები! ძლიერები და შეუდრეკელნი!!!”- წერს ვატო შაქარიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი