დავით ქართველიშვილი: „გლობალური ომის პარტიის“ აგრესიისა და საქართველოს სუვერენიტეტის გამო უკიდეგანო გაღიზიანების მიხედავად, მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი იძულებული იქნა საქართველო რეიტინგებში 12 საფეხურით დაეწინაურებინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 03 მაისი 2023, 14:27
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც შარშანდელთან შედარებით, საქართველო 12 საფეხურით დაწინაურდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, „გლობალური ომის პარტიის“ აგრესიის მიხედავად, მორიგ ნაცარში მორიგი კოვზი ჩაუვარდათ - მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი იძულებული იქნა საქართველო რეიტინგებში 12 საფეხურით დაეწინაურებინა“:
„გლობალური ომის პარტიის“ დაუფარავი აგრესიისა და საქართველოს სუვერენიტეტის გამო უკიდეგანო გაღიზიანების მიხედავად, მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი იძულებული იქნა საქართველო თავის რეიტინგებში 12 საფეხურით დაეწინაურებინა. ყოველივე ეს მოხდა ჩვენი მიდიაომბუდსმენის უკიდურესი ბოღმის ფონზე, რომელიც ვერ იტევს თავის ანტიქართულ განწყობებში იმ ფაქტს, რომ საქართველომ რეიტინგში გაასწრო საბერძნეთს, მალტას, ისრაელს, უკრაინასა და ა.შ. ცალკე უნდა შევეხო უკრაინას, როგორც „სტატუსმინიჭებულ“ და საქართველოზე უფრო „წარმატებულ“ და „დემოკრატიულ“ ქვეყანას. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეშფოთება უკრაინაში არსებული მედიათავისუფლებისა და ადამიანის უფლებების სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით, როგორიც არის გაეროს ადამიანის უფლებების მონიტორინგის მისია, რომელმაც სწორედ რომ უკრაინაში მედიადევნის საკითხებს დაუთმო 2021 წლის ივნისში თავისი სპეციალური ანგარიში. ამ ანგარიშიდან, რომელიც გაეროს მონიტორინგის მისიის კვლევებს ასახავს, ჩვენ ვიგებთ, რომ: „უკრაინის სამი ცენტრალური ოპოზიციური ტელეარხების 112 Украина, Zik და NewsOne დახურვა, ხოლო მათი ქონების დაყადაღება, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებების სფეროს განკუთვნილ საერთაშორისო სტანდარტებს. 2021 წლის 2 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილმა განკარგულებამ მოქმედებაში მოიყვანა უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, უკრაინის ოპოზიციის ლიდერის, ტარას კოზაკის, მისი რვა კომპანიისა და სამი ტელეარხის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე.
ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა სფეროს განკუთვნილ საერთაშორისო სტანდარტებს და თავის დადასტურების ნაწილში, არღვევს აუცილებლობისა და პროპორციულობის ბალანს - მით უმეტეს, რომ იგი არ იყო მიღებული დამოუკიდებელი ორგანოს მიერ. გარდა ამისა, გაეროს შეშფოთებას იწვევს „მტრულ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის გამო დასჯაზე“ მიმართული კანონპროექტების მიღება, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აზრის თავისუფლად გამოხატვის პრინციპებსა და ასევე მშვიდობიანი შეკრებებისა და გაერთიანებების უფლების საერთაშორისო სტანდარტებს“.
გაერომ ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებების დარგში უზენაესი კომისრის სამმართველო კვლავინდებურად აფიქსირებს უკრაინაში უფლებადამცველებზე, მედიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკურ მოღვაწეებზე თავდასხმების ფაქტებს. ხოლო განუკითხაობასა და დაუსჯელობას ხელს უწყობს პოლიციური დანაყოფების მხრიდან არასათანადო რეაგირების გარემოება. გარდა ცენტრალური სამი ტელეარხისა, 5-წლიანი სანქციების ქვეშ მოხვდნენ ასევე რეგიონალური ტელეარხებიც: Новый формат, Ариадна ТВ, ТВ Выбор, Партнер ТВ და Лидер ТВ. გაუთავებელი ორმაგი სტანდარტების, ტოტალური უსამართლობის, სიყალბის, ფარისევლობის, აღვირახსნილობის, ცილისწამების, უპატივცემლობის, უნამუსობის, აგრესიის, ზიზღის - ამ ყველაფრის მიუხედავად, მორიგ ნაცარში მორიგი კოვზი ჩაუვარდათ, საქართველოში. ვიზიარებ (?) აგენტოკრატებისა და მათი ლაქიების კიდევ ერთ მწუხარებას. თუმცა, არა - მათ ვერც მწუხარებას გავუზიარებ და მით უმეტეს, ვერც ერთს მათ ნაადრევ და მოჩვენებით „სიხარულს“, რაც ჩვენი სახელმწიფოს ჩამოშლის მორიგ ილუზიასთან იქნება დაკავშირებული“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი