ანდრია გვიდიანი: ყველა, ვინც ბუდაპეშტის კონსერვატიული ფორუმის გამო "ქართული ოცნების" საიდანმე გარიცხვას დააყენებს დღის წესრიგში, თავად აღმოჩნდება ანტიდასავლური პროპაგანდის "სასარგებლო იდიოტის" როლში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 მაისი 2023, 20:08
მიმაჩნია, რომ, ზოგადად ყველა ვინც ბუდაპეშტის კონსერვატიული ფორუმის გამო "ქართული ოცნების" საიდანმე გარიცხვას დააყენებს დღის წესრიგში, თავად აღმოჩნდება ანტი-დასავლური პროპაგანდის "სასარგებლო იდიოტის" როლში, - ასე ეხმაურება ექსპერტი ანდრია გვიდიანი, ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის, კეტი პირის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, თუმცა, კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება.


მისი თქმით, კეტი პირის ამ განცხადების ქვეტექსტის თანახმად, ევროპულ ოჯახში საქართველოს ადგილი არ არის იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი და ტრადიციები მნიშვნელოვანია, LGBT პროპაგანდა კი - მიუღებელი. როგორც გვიდიანი აღნიშნავს, მსგავსი სახის უსამართლო განცხადებები, ანტი-დასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს.


“ეს ქალბატონი საერთოდ არ ვიცი ვინ არის და მისი ეს უაზრო განცხადებაც უინტერესოა. თუმცა, ფაქტია, საკუთარ ცხვირზე წინ გახედვის და საკუთარი განცხადებების კონტქესტის გააზრების ნიჭით ნამდვილად არ გამოირჩევა. მაგრამ, საკითხი ნორმალურად რომ გავიაზროთ, მიმაჩნია, რომ, ზოგადად ყველა ვინც ბუდაპეშტის კონსერვატიული ფორუმის გამო "ქართული ოცნების" საიდანმე გარიცხვას დააყენებს დღის წესრიგში, თავად აღმოჩნდება ანტი-დასავლური პროპაგანდის "სასარგებლო იდიოტის" როლში.

ზოგადად, ანტი-დასავლური პროპაგანდა ქრისტიანულ სამყაროს აყენებს “უზნეო წესრიგის” დაქვემდებარების საფრთხის წინაშე. შესაბამისად, პროპაგანდის მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების არჩევანის წინაშე დაყენება შემდეგი ფორმულირებით - “ზნეობრივი წესრიგი” VS “გარყვნილი დასავლეთი”.

ზუსტად ამიტომ ასეთი უსამართლო და შტერული განცხადებები უწყობს ხელს ანტი-დასავლური განწყობების გაღვივებას.

ახლა ვნახოთ რა ქვეტექსტი აქვს ამ ქალბატონის განცხადებას.

ე.ი. ევროპულ ოჯახში არაფერი გვესაქმება თუ 

 ოჯახი მნიშვნელოვანია,

ტრადიციები მნიშვნელოვანია,

 არანორმალური LGBT პროპაგანდა მიუღებელია,

 თუ ეკლესიას პატივს ვცემთ,

 თუ არაადეკვატურ სიგიჟეებს არ ვიზიარებთ.


ანუ, ამ ლოგიკით გამოდის, რომ რაც ზევით ჩამოვთვალე ყველაფერი საპირისპიროა ევროპა? სიდებილეში გადაზრდილ მოგონილ ე.წ. ღირებულებებს თუ გავიზიარებთ და სიგიჟეებს ვიყვირებთ მთელი ერი, მაშინ ვიქნებით ევროპელები? თუ ასე არ არის, აბა ირაკლი ღარიბაშვილს ბუდაპეშტის კონფერენციაზე სხვა არაფერი უთქვამს.

ამიტომ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, მთლიანად ევროპამ საფუძვლიანად გაიაზროს საქართველოს მიმართ დამოკიდებულება. ვიღაც მეორე ხარისხოვანი გაბრაზებული პოლიტიკოსების პირით კი არ უნდა ლანძღავდნენ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ნორმალურად გაგვაგებინონ რას გველაპარაკებიან“, - წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი