ვატო შაქარიშვილი - სხვა ქვეყნის მიერ ჩვენგან დამოუკიდებლად მიღებულ გადაწყვეტილებებზე, პასუხისმგებლობას ჩვენ გვაკისრებენ: ცხადია, არ არსებობს რაიმე რაციონალური არგუმენტი, ისინი უბრალოდ რთავენ უტიფრობის რეჟიმს და აგრძელებენ თეთრის შავად წარმოჩენას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 მაისი 2023, 12:53
ვატო შაქარიშვილი - როდესაც საქმე რუსეთს ეხება, იქვეა ყველაზე “ფაქიზი ეროვნული თავმოყვარეობის” მქონე ლяკა ხოშტარია, რომელმაც კიდევ ერთხელ მოიმარჯვა ანტისაოკუპაციო ყელ-თვალსახვევი და დასჭექა: “სისხლში ამოსვრილ თვითმფრინავებს” საქართველოში არ შემოვუშვებო და წავიდა “სისხლიანი რუბლების” გადასახურდავებლად ყველა სხვა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთთან გააგრძელოს ვაჭრობა, შეისყიდოს მისი ეკონომიკისთვის საჭირო რუსული ბუნებრივი რესურსები თუ პროდუქტები, ჰქონდეთ მიმოსვლა, დიპლომატიური ურთიერთობები და ა.შ. საქართველოს კი, იმის უფლებაც არ აქვს გააჩნდეს საკუთარი ინტერესები, - ამის შესახებ კონსერვატიული პორტალის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 
 მისი თქმით, კონკრეტული ძალები ცდილობენ, რუსეთის მიერ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით ცალმხრივად მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს დააკისრონ და შავი თეთრად წარმოაჩინონ. „რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს… სხვა ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთთან გააგრძელოს ვაჭრობა, შეისყიდოს მისი ეკონომიკისთვის საჭირო რუსული ბუნებრივი რესურსები თუ პროდუქტები, ჰქონდეთ მიმოსვლა, დიპლომატიური ურთიერთობები და ა.შ. საქართველოს კი, იმის უფლებაც არ აქვს გააჩნდეს საკუთარი ინტერესები! და თუ ასეთის არსებობა გამოვლინდება, მაშინ ხდება ამერიკული კანონი - რუსული; კონსერვატიზმი - ანტიდასავლური; მშვიდობა - დასჯადი; ქველმოქმედი - შურისმაძიებელი და სისხლიანი დამნაშავე - მსხვერპლი… ამით არ სრულდება პარადოქსების ჩამონათვართული და ახლა უკვე, სხვა ქვეყნის მიერ, ჩვენგან დამოუკიდებლად მიღებულ გადაწყვეტილებებზე, პასუხისმგებლობას ჩვენ გვაკისრებენ. ცხადია, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში არ არსებობს რაიმე რაციონალური არგუმენტი, ისინი უბრალოდ რთავენ უტიფრობის რეჟიმს და აგრძელებენ თეთრის შავად წარმოჩენას. ფრენების აღდგენამ და უვიზო რეჟიმის გაუქმებამ, მისი პოზიტიური შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს და მათ აგენტურას, უტიფრობის ახალი მწვერვალები დააპყრობინა და სრულ სიგიჟეში გადაზარდა მათი რიტორიკა. იქამდე დავიდნენ, რომ “გარაჟების მბრძანებელმა” ქალბატონმა კელიმ, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, რკინის არგუმენტი შემოგვთავაზა - ფრენების აღდგენა იმით არის სახიფათო საქართველოსთვისო, რომ რუსებს, თვითმფრინავების запчасти არ აქვთ და შესაბამისად ყველა გაუმართავია, ამიტომ მგზავრობას არ გირჩევთო… შემდეგი მადისკრედიტირებელი თემები ალბათ ასეთი იქნება - კავკასიონის თავზე ტურბულენტური საფრენი ზონაა; პილოტები ლოთები არიან; საჭმელი არ უვარგათ; სტუარდესას ჟანა ქვია და ა.შ. როდესაც საქმე რუსეთს ეხება, იქვეა ყველაზე “ფაქიზი ეროვნული თავმოყვარეობის” მქონე ლяკა ხოშტარია, რომელმაც კიდევ ერთხელ მოიმარჯვა ანტისაოკუპაციო ყელ-თვალსახვევი და დასჭექა - “სისხლში ამოსვრილ თვითმფრინავებს” საქართველოში არ შემოვუშვებო… თქვა და წავიდა “სისხლიანი რუბლების” გადასახურდავებლად… აქვე არიან ქვეყნის სინდისისა და ღირსების მცველები - ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენის პრესმდივანი მაქარაშვილი, რუსული სერიალების ვარსკვლავი ქაცარავა… ახალგაზრდა(ტვ პირველის ინტონაციით) სამოქალაქო აქტივისტები(კოტიკა ყუბანეიშვილიც აქ შედის, ცალკე აღარ დავწერ) და კიდევ ვინ მოთვლის მხურვალე ურაპატრიოტებს… ჯოს! ჯოს! ჯოს!“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი