დავით ქართველიშვილი: რუსული ღია და უხეში კოლონიალიზმისაგან განსხვავებით, დასავლური კოლონიალიზმი შენიღბულად გირტყამს - ამ ომს ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 17 მაისი 2023, 12:44

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს მიმართ ორი იმპერიის ინტერესების მიმოხილვას ავრცელებს.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, „გამარჯვებულად რომ დავრჩეთ, საჭიროა ასევე გულწრფელი ანალიზი გავუკეთოთ დასავლური კოლონიალიზმის თავისებურებებს“:

„საქართველოს მიმართ ორი იმპერიის: დასავლეთის („გლობალური ომის პარტიის“ სახით) და რუსეთის (მეფის, ბოლშევიკური, „სუვერენულ-დემოკრატიული“) ძირითად დამოკიდებულებაში ძალიან ბევრი მსგავსებაა და განსხვავებაც. რუსეთს ჩვენთან ცერემონიები არასდროს ანაღვლებდა: 1801 წ. - სახელმწიფოებრიობის გაუქმება, ხოლო 1811 წ. - ეკლესიის ავტოკეფალიის. 1921 წელს - საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობიდან 9 თვის თავზე - მისი დამხობა. 1977 წელს - ქართულ ენაზე შემოტევა. 2008 წელს - ქვეყნის ნაწილის ოკუპაციის გაფორმება და ქართული რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარება.

მაგრამ, ამ ყველაფერს ღიად და უხეშად აკეთებდა, ყოველგვარი შენიღბვის გარეშე. მამულსაც ურტყამდა, ენასაც და ნაწილობრივ, სარწმუნოებასაც - როდესაც იდევნებოდა ქართულ ენაზე ღვთისმსახურება, გალობა და ჩვენი განუმეორებელი ეკლესიური ფერწერა. ამ მხრივ, რუსულ იმპერიალიზმზე რაიმე რომანტიკული წარმოდგენა არ უნდა გვქონდეს. თუმცა, კოლონიალურ თანაცხოვრებაში - ქართული სულის ბოლომდე განადგურება მათ გეგმებში არასდროს შედიოდა. შევიწროება, დამორჩილება, ფორმის დონეზე ჩანაცვლება - კი. მაგრამ შინაარსობრივი მოსპობა? არა მგონია.

მართალია მნიშვნელოვანი დანაკარგებით, მაგრამ სამგზის გავექეცით რუსულ „უის“ და დღეს უკვე დასავლურ „ვაის“ ვეყრებით. რა დანაკარგებით გამოვალთ უკვე ამ სიტუაციიდან, ჯერ ძნელი სათქმელია. რომ გამოვალთ - ეს გარდაუვალია. მაგრამ, გამარჯვებულად რომ დავრჩეთ, საჭიროა ასევე გულწრფელი ანალიზი გავუკეთოთ დასავლური კოლონიალიზმის თავისებურებებს. მან საკუთარი მზაკვრული გეგმების განსახორციელებლად „დემოკრატიის“ სახელით ცნობილი, ცბიერი იარაღი გამოიგონა. შემდეგ მას უამრავი სხვა დამხმარე საშუალება მიამატა: უმცირესობების უფლებების პრიორიტეტულობა, რასობრივი და გენდერული კვოტები, სქესობრივი მრავალფეროვნება, ოჯახური ტრადიციების მსხვრევა, კაცობრიობის შექმნის ბიბლიური ისტორიის გადაწერა და ა.შ.

რუსული ღია და უხეში კოლონიალიზმისაგან განსხვავებით, დასავლური კოლონიალიზმი შენიღბულად გირტყამს ორ ეტაპად: პირველი: შენში საბაზისო ფასეულობების არა ფორმით (რუსული ვარიანტი), არამედ - შინაარსობრივად მოსპობა, მოსახლეობის გენმოდიფიცირების ხარჯზე, მისი ზომბირებულ ბიომასად გადაქცევის გზით და, მეორე - სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის სულ რომ დე-იურე მოჩვენებითი „შენარჩუნებით“, მისი დე-ფაქტო გაუქმება და საკუთარ „ფასეულობათა“ მეტასტაზებში სრული გახვევა. ამ ორ მოცემულობაში ბრძოლა უწევს დღეს პატარა ქართველ „დავითს“ ამ ორ „გოლიათთან“. და ამ ომს ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ.“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი