ანდრია გვიდიანი პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე: ეს საშიში ქალი არის ოპოზიციის სიმბოლო - რადიკალი, უინტელექტო, ამორალური სუბიექტი, რომელიც პარლამენტში შშმ ბავშვებთან ერთად შეიპარა და უნიჭო პერფორმანსი მოაწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 14 ივნისი 2023, 16:37
ახლა ამას რომ ჰკითხო, ამას უნდა თურმე ევროპა - ეს არის ევროპელი და ჩვენ ვართ რუსები. ტვინზე ნაოჭების ისეთი დეფიციტი აქვთ, რომ ასე პრიმიტიულად აზროვნებენ - ასე ეხმაურება ექსპერტი ანდრია გვიდიანი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს, სადაც ერთ-ერთი შშმ ბავშვის მშობელმა საპროტესტო ბანერი გამოფინა.

როგორც გვიდიანი აღნიშნავს, აღნიშნული პირი, რომელიც შშმ ბავშვებთან ერთად შეიპარა პარლამენტში, რადიკალური ოპოზიციის სიმბოლოა. მისივე განცხადებით, ქართულ საზოგადოებასა და ლიბერალ ფაშისტებს შორის დიდი მენტალური განსხვავებაა.
„ახლა ამას რომ ჰკითხო, ამას უნდა თურმე ევროპა - ეს არის ევროპელი და ჩვენ ვართ რუსები. ტვინზე ნაოჭების ისეთი დეფიციტი აქვთ, რომ ასე პრიმიტიულად აზროვნებენ.
ეს საშიში ქალი არის ოპოზიციის სიმბოლო - რადიკალი, უინტელექტო, ამორალური სუბიექტი, რომელიც პარლამენტში შშმ ბავშვებთან ერთად შეიპარა და იქ ეს უნიჭო პერფორმანსი მოაწყო. ქართულ საზოგადოებას და ლიბერალ ფაშისტებს შორის უდიდესი მენტალური დისონანსია. ეს არ არის და ვერ იქნება ქართული საზოგადოების სახე - ეს ნახევარუჯრედიანი ქალი ქართული საზოგადოების სირცხვილია - უდიდესი სირცხვილი.“ - წერს ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი