ვინც არ უნდა იყოს საქართველოს მოწინააღმდეგე საერთაშორისო არენაზე - საქართველომ და ჩინეთმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს სტრატეგიული პარტნიორობის ნიშნად და ჩინეთი ამ დამოკიდებულებას არ უღალატებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 ივლისი 2023, 17:05
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტს და ამასთან დაკავშირებით, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, სი ძინპინის გამოსვლიდან ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადება ეხება იმას, რომ ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობის განვითარების მიზნით არ შეიცვლება, საერთაშორისო ასპარეზზე მოვლენები როგორც არ უნდა განვითარდეს. 

 „ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის სი ძინპინის დღევანდელი გამოსვლიდან ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადება შემდეგია: „არა აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები - ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან, ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, არ შეიცვლება“. ამ წინადადების ადრესატი ადვილად იკითხება - ვინც არ უნდა იყოს საქართველოს მოწინააღმდეგე საერთაშორისო არენაზე, ვის რა სივერაგეც არ უნდა ჰქონდეს ჩაფიქრებული ჩვენთან დაკავშირებით - საქართველომ და ჩინეთმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს სტრატეგიული პარტნიორობის ნიშნად და ჩინეთი ამ დამოკიდებულებას არ უღალატებს.

ირაკლი ღარიბაშვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვდა თავის მეუღლესთან ერთად, ნიშნად უაღრესი პატივისცემისა სტუმრისა და ჩვენი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ტრადიციულობის მიმართ. ორ ლიდერს შორის კონტაქტები ხვალეც გაგრძელდება. ჩვენ არ დაგვიწყებია საქართველოში ჩინეთის სრულუფლებიანი ელჩის შემოთავაზებაც - მედიატორის როლი ითამაშონ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მეგობრობისა და პარტნიორული ურთიერთობების ჭრილში, საქართველო მზად არის, განიხილოს ნებისმიერი ჯანსაღი შემოთავაზება. 

დიდი წინასწარმეტყველის ნიჭიც არ უნდა იმის პროგნოზირებას, თუ რამდენ მარიონეტს მოიყვანს დღეიდან მოქმედებაში ქალბატონი კელი დეგნანი: არა „რუსულ“ ჩინეთს... არა ორ სკამზე მოთავსების პოლიტიკას - ან ჩინეთი ან ამერიკა... არა რომელიმე სხვა სტრატეგიულ ურთიერთობებს, გარდა ამერიკის საელჩოსთან და ა.შ. მდინარე ჩაილური დაშრაო, თორემ მის ჩაციებულ წყალს გაუგზავნიდა კაცი აგენტოკრატსაც და მის მარიონეტებსაც...“. - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი