ნინო ფოჩხუა: როდესაც გახარიებიდან ვინმე უსინდისოდ ახსენებს "კრიზისების მართვას", აუცილებლად უნდა გავახსენოთ ყველა ის კრიზისი, რომელიც “მაზაკვალმა” ჩემი ღრმა რწმენით, სპეციალურად შექმნა სხვადასხვა ბინძური მიზეზების გამო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 აგვისტო 2023, 13:26
ექსპერტი ნინო ფოჩხუა, პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ანა ბუჩუკურის მიერ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

ფოჩხუას თქმით, გახარიას პარტიის წევრებს, კრიზისის მართვაზე აპელირებისას, საზოგადოებამ მათი ლიდერის მიერ, შს და პრემიერ-მინისტრობის დროს სპეციალურად შექმნილი კრიზისები უნდა შეახსენოს.

ექსპერტი ბუჩუკურს ურჩევს, კარგად გადახედოს წარსულს და ისეთ გახმაურებულ საქმეებს ახსენებს, როგორებიცაა: პანკისის დაპირისპირება, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციები, ხორავას ქუჩის საქმე, 20 ივნისი, კოვიდის მართვა და ნიკა მელიას საქმე.

“როდესაც გახარიებიდან ვინმე უსინდისოდ ახსენებს "კრიზისების მართვას", აუცილებლად უნდა გავახსენოთ ყველა ის კრიზისი, რომელიც მაზაკვალმა ჩემი ღრმა რწმენით, სპეციალურად შექმნა სხვადასხვა ბინძური მიზეზების და გამო. მოდი ქრონოლოგიურად გავიხსენოთ ყველაფერი:
1 - ღამის კლუბების თემა, როდესაც პოლიციის ძალით შევარდნენ "ბასიანზე" და კლუბ "გალერიში", ვერაფერი იქ ვერ იპოვეს და სახელმწიფოს ათასობით ადამიანი გადაჰკიდეს. 
2 -  პანკისის კრიზისი, სადაც სპეცრაზმელები აცემინა და ბოლოს, ლამის სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაზარდა.  
3 - ხორავას ქუჩის საქმე - გახარია იყო შს მინისტრი, როდესაც გამობრძანდა და თქვა, საქმე გამოვიძიეთ და ყველა დამნაშავე დავსაჯეთო. ამის შემდეგ, მისი გამოუძიებელი საქმე პროკურატურას "შეტენა" და ლამის სახელმწიფო გადატრიალებას დაუდო საფუძველი. 
4 - 20 ივნისი - სწორედ გახარიას უუნარობამ გამოიწვია ის, რომ მან სპეცრაზმელები შეატოვა აქციისმონაწილეებს პირისპირ, ხოლო შემდეგ დილის 7 საათამდე დამიზნებით ესროდა ხალხს რეზინის ტყვიებს. 
5 - კოვიდის თემა. სწორედ გახარიას უუნარობამ გამოიწვია ქვეყანაში უდიდესი ეკონომიკური კრიზისი. გაიძახოდა პანდემიას ვმართავო, ჩაკეტა მთელი ქვეყანა და ლამის დაგვაქცია. 
6 - და ბოლოს,  ნიკა მელია - ამ უსინდისო კაცმა თანამდებობა დატოვა იმისთვის, რომ კრიმინალი მელია არ დაეკავებინათ და მის მიმართ სამართალი არ აღსრულებულიყო. ჰოდა გახარიებო, სანამ პირს დააღებთ კარგად გადახედეთ თქვენ წარსულს!” - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი