დავით ქართველიშვილი ევროპარლმენტარებზე: იმის გამბედაობა არა აქვთ, Politico-ს ნარატივი ღიად გაახმოვანონ, მაგრამ კონკრეტული თარიღების მიმართ "ფობიის" ნიადაგზე ერთმანეთს მაინც დაერივნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 აგვისტო 2023, 11:03
"როგორც ჩანს ევროპაში ვაშინგტონელი "წინასწარმეტყველების" ხაზის გამტარებლების გაღიზიანება, ამ "ზუსტმა" დათარიღებამაც გამოიწვია," - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ევროკომისიის პრეს-სპიკერის მოადგილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი გაფართოების თარიღებზე ორიენტირებული არაა და ფოკუსირებულია კანდიდატ ქვეყნებთან ახლო მუშაობაზე. 

ქართველიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის გაფართოების თარიღად 2030 წელი დაასახელა, მის მიმართ დაიწყო ბულინგი. 


"როდესაც თეთრი სახლის მედია-რუპორმა Politico-მ სამი თვის წინ სკეპსისი გამოთქვა ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე, ჩემი "ანტიდასავლური" ნდობა გამოვთქვი ამ ამერიკელი "წინასწარმეტყველების" მიმართ. როდესაც ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შეეცადა ამ სკეპსისის ნაწილობრივ გაფანტვას და EU-ს გაფართოების სავარაუდო თარიღი 2030 წლის შემდგომ პერიოდზე გადაწია, მისი მისამართით მყისიერმა "დაბულინგებამ" და კრიტიკამაც არ დააყოვნა.

როგორც ჩანს, ევროპაში ვაშინგტონელი "წინასწარმეტყველების" ხაზის გამტარებლების გაღიზიანება ამ "ზუსტმა" დათარიღებამაც გამოიწვია. ჯერ იმის გამბედაობა არა აქვთ, Politico-ს ნარატივი ღიად გაახმოვანონ, მაგრამ კონკრეტული თარიღების მიმართ "ფობიის" ნიადაგზე ერთმანეთს მაინც დაერივნენ. ჩვენ კი NATO-ს ღია კარებთან ორპირში დგომის შემდეგ, დღეს უკვე EU-ს ღია ფანჯარასთან გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა პოპკორნის მირთმევით, საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური და ევროპერსპექტივების ირგვლივ ჩვენი დასავლელი "მამამარჩენალების" ურთიერთკბენისა და ჩხუბის პროცესებს ვადევნოთ თვალყური, იმედია, ამ კარისა და ფანჯრის მიღმა, რაღაც ახალი, უსაფრთხო, უფრო საინტერესო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ლოკაციებზე თანდათანობით გადაადგილების რეჟიმში..." - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი