დავით ქართველიშვილი: რუსეთ-სომხეთის „ჰიბრიდული ომი" თავის საწყის ეტაპზეა, საფრანგეთის მიერ აქტიურად მიმდინარეობს სომხეთის შეიარაღებით მომარაგება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 სექტემბერი 2023, 11:05
სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარეობს ძალზე საინტერესო პროცესები, რომლებიც უბრალოდ გასათვალისწინებელი გვაქვს სამეზობლო რეგიონალური და უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრის თვალსაზრისით“, -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“  წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომელიც ეხმიანება სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიერ მიცემულ ინტერვიუს იტალიურ გამომცემლობა La Repubblica-ში.


როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ამერიკას და ბრიტანეთის სპეცსამსახურები აძლიერებენ თავისი ბაზირების კომპონენტს სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, ერევანში.


„სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარეობს ძალზე საინტერესო პროცესები, რომლებიც უბრალოდ გასათვალისწინებელი გვაქვს სამეზობლო რეგიონალური და უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრის თვალსაზრისით. 

საუბარია სომხეთზე, რომელიც გამოდის რუსეთის გეოპოლიტიკური ზეგავლენიდან, თუმცა ამავდროულად ჯერჯერობით ინარჩუნებს რუსეთის სამხედრო ბაზებს საკუთარ ტერიტორიაზე.
პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის უკანასკნელი განცხადებებიდან შეიძლება გამოვყოთ ინტერვიუ იტალიურ გამომცემლობა La Repubblica-სთან, სადაც მან განაცხადა, რომ „უსაფრთხოების საკითხებში სომხეთის დამოკიდებულება რუსეთზე იყო შეცდომა“. 

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი ვერ ართმევს თავს მისიას, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და გადაადგილების უზრუნველსაყოფად".
მასვე მხარი აუბა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ ОДКБ-ს რიგებში სომხეთის წევრობა, უქმნის ერევანს „გარკვეულ პრობლემებს“. 

 ამ თემას კი კვლავ ფაშინიანმა დაუსვა წერტილი, როდესაც განაცხადა: „სომხეთმა გადაწყვიტა მოახდინოს საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურის დივერსიფიცირება და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია“.

რუსეთისთვის ეს სიგნალები, რა თქმა უნდა, არ დარჩა შეუმჩნეველი, რომელმაც ამ დღეებში საინტერესოდ უპასუხა მათ. რუსეთში სომხეთის დიასპორის ერთ-ერთი მთავარი კრიმინალური ავტორიტეტის, რუბენ ტატულიანის სოჭის სასახლეში განხორციელდა ჩხრეკა მრავალმილიარდიანი მიტაცებების საქმეზე. დღე-დღეზე ელოდებიან მეორე კრიმინალური ავტორიტეტის, არტურ ასატრიანის (მეტსახელად "დონ პიპო" - კომპანია "დანვესტის" დამაარსებელი) სახლებსა და ოფისებში საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას. 
ნიშანდობლივია, რომ რუსეთის სომხურ ბიზნეს-კრიმინალურ საზოგადოებაში უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ არც თუ "პრორუსული" განწყობები იყო დაფიქსირებული, რის გამოც იგივე „დონ პიპო“ აქტიურად სარგებლობს თავის „სათადარიგო აეროდრომით“ (მისი იტალიური ვილა სიცილიაზე), ხოლო სამველ კარაპეტიანმა (კომპანია "ტაშირის" პრეზიდენტი, რუსეთში სავაჭრო-გასართობი იმპერია "რიოს" დამფუძნებელი) საფრანგეთიდან დუბაიში გადაინაცვლა.


ასე რომ, რუსეთ-სომხეთის „ჰიბრიდული ომი" თავის საწყის ეტაპზეა. საფრანგეთის მიერ აქტიურად მიმდინარეობს სომხეთის შეიარაღებით მომარაგება, ხოლო ამერიკისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურები აძლიერებენ თავისი ბაზირების კომპონენტს სამხრეთ კავკასიაში - სწორედ ერევანში. ასე რომ, რუსეთ-დასავლეთის პოტენციური დაპირისპირების ახალი მწვავე კერის ეპიცენტრში ვიმყოფებით“, - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი