სუს-ის ბრიფინგზე გაჟღერდა კარგად ნაცნობი გვარები: ლორთქიფანიძე, მამულაშვილი და მიხეილ ბატურინი. სწორედ ბატურინის ციხიდან გათავისუფლების მიზნით იყო ჩამოსული ზელენსკი, რათა საბრძოლო რიგებში დაებრუნებინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 18 სექტემბერი 2023, 13:09
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს ეხმიანება, რომლის ინფორმაციით, „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა“.

როგორც ქართველიშვილი წერს, ბრიფინგზე გაჟღერდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი გვარები: გია ლორთქიფანიძე, მამუკა მამულაშვილი და მიხეილ ბატურინი. სუს-ი აუცილებლად გააგრძელებს თავის ეფექტურ საქმიანობას და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს უაზრო სისხლის ზღვრის თავიდან ასაცილებლად.

“თითქმის ბოლო ნახევარი წელიწადი ჩვენ მიზანმიმართულად ვაშუქებდით იმ საკითხებს, რომელთა ირგვლივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარალელურად, პროფესიულ დონეზე მიმდინარეობდა ოპერატიული მუშაობა. სუს-ის დღევანდელ ბრიფინგზე პასუხი გაეცა იმ ძირითად შეკითხვას: "სადაა ჩვენი სპეცსამსახური". ის იქაა, სადაც უნდა იყოს - უხილავ, მაგრამ ბრძოლისუნარიან მდგომარეობაში ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის სადარაჯოზე.

დღევანდელ ბრიფინგზე გაჟღერდა ყველაფერი ის, რაზეც არაერთხელ დაგვიწერია - უკრაინის მახლობლად პოლონეთის ტერიტორიაზე საგანგებო ბანაკებში ქართველი "ზონდერ-შაჰიდების" მომზადების თაობაზე, ოქტომბერ-დეკემბერში არეულობის გამწვავებაზე, სისხლიანი სცენარების ამოქმედებაზე, უკრაინის ტერიტორიიდან "დესანტის" გადმოსროლაზე და ა.შ.

დღეს ბრიფინგზე გაჟღერდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი გვარები: გია ლორთქიფანიძე, მამუკა მამულაშვილი და მიხეილ ბატურინი. ეს უკანასკნელი იმყოფებოდა უკრაინიდან თურქეთის მიმართულებით გეზაღებულ იახტაზე, რომელიც საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით იქნა დაპატიმრებული თავისი ოთხივე ეკიპაჟის წევრთან ერთად 2020 წლის ნოემბერში. სწორედ ბატურინის და მისი თანამზრახველების ციხიდან გათავისუფლების მიზნით იყო ჩამოსული 2021 წლის ზაფხულში პრეზიდენტი ზელენსკი, რათა ჯერჯერობით ვერშემდგარი ტერორისტი კვლავ საბრძოლო რიგებში დაებრუნებინა.

ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ტერორისტების და მათი საერთაშორისო მფარველების მხილებას. სუს-ი აუცილებლად გააგრძელებს თავის ეფექტურ საქმიანობას. ტერორისტების მიერ საზარბაზნე ხორცად მომზადებულ ახალგაზრდებს და მათ მშობლებს ვურჩევ - გონს მოეგეთ! მერე გვიანი იქნება. ვერც ერთ თქვენს დაგეგმილ განზრახვას წარმატება არ უწერია. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს უაზრო სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად. მოვლენებს, რომლებსაც იგივე ძალები მართავდნენ 2014 წლის კიევის სისხლიანი "მაიდანის" დროს - საქართველოში ადგილი ვერ ექნება!”-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი