თამთა მეგრელიშვილი: „ხალხის ძალა“ უკვე ახდენს ძირეულ ხედვით ძვრებს - პოლიტიკური სივრცის რაციონალურობის ფორმირებისთვის, აიძულებს რა მთელ ოპოზიციას, სწორად გაიაზროს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციები და პრიორიტეტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 დეკემბერი 2023, 14:05
"ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და "ხალხის ძალის" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც საზოგადოებრივი მოძრაობა "ნაცმოძრაობის" გასამართლებას ითხოვს. მეგრელიშვილის თქმით, "ხალხის ძალის" მიერ ღირებულებითი პრიორიტეტები უკვე განსაზღვრულია, რაც მოქალაქეთა უმეტესობისთვის მისაღებია, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" ამ მხრივ, თამაშგარე მდგომარეობაშია.

"პოლიტიკური ტრანზიციისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვითდამკვიდრების პროცესს დღეს თითქოს თავიდან გავდივართ და ამ პროცესში საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალის“ გაცხადებული ღია პოლიტიკით, პირველადია ქართული იდეის საკითხი. იმ იდეისა, რომელიც ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ სულიერი ღირებულებებს და ეროვნულ-კულტურულ ფასეულობებს ეყრდნობა. ჩვენ მიერ გამოქვეყნებული არაერთი და მათ შორის ამ ბოლო წერილით ჩვენ გვსურს წინა პლანზე წამოვწიოთ რაციონალურად მოაზროვნე კონსენსუალურ პოლიტიკურ და სამოქალაქო კულტურაზე დამყარებული საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებსა და პოლიტიკური პოზიციის რაციონალურ-აქტივისტურ ფორმებზე.
საზოგადოებაში უკვე შეინიშნება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და აზროვნების კულტურის დონე, რაც პოლიტიკური მონაწილეობის რაციონალურობაში ვლინდება და ისინი "ხალხის ძალას" თამამად მოგვყვებიან მოთხოვნაში - ქართული სახელმწიფოს ინტერესი იყოს პირველადი. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სივრცე, საჭირო ოპოზიციის არარსებობის გამო, ინსტიტუციურ კრიზისს განიცდის და ეს ყველაზე კარგად იკითხება ღირებულებით ასპექტში. მაგალითად, ოპოზიციურ ძალას - "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს მყარი იდეოლოგიური კონცეფციები, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ერთი ლიდერის პირად ინტერესებზე იყო და რჩება აგებული. ლოგიკურია, რადგან "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური შემადგენლობა ყოველთვის უცხო ღირებულებით ელემენტზე იყო დამყარებული და არ ასახავდა ქართველი ერის ტრადიციულ და გენეტიკურ ღირებულებით სულისკვეთებას, მათი ინტელექტუალური პოტენციალი არ იყო ქართული ცნობიერების მატარებელი, რომელსაც თავისი სახელმწიფოებრიობის მშენებლობა ეროვნულ ღირებულებით და მენტალური რაციონალიზმით სურდა. შესაბამისად, მათ ქართულ პოლიტიკაში ეროვნული ინტერესების კრიზისს დაუდეს საფუძველი და ეს დღეს მათ რიგებში ისევ გრძელდება. ამ ფონზე, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ უკვე ახდენს ძირეულ ხედვით ძვრებს - პოლიტიკური სივრცის რაციონალურობის ფორმირებისთვის, აიძულებს რა მთელ ოპოზიციას, სწორად გაიაზროს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციები და პრიორიტეტები, რასაც, საპასუხოდ, ოპოზიციისგან მხოლოდ ხისტი, დაუმორჩილებელი, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები სდევს თან. ფაქტია "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესები ქართული სახელმწიფოებრივი თვითდამკვიდრების ინტერესებს არასოდეს ემსახურება და მათი მხრიდან „სამშობლობანას“ თამაში მხოლოდ საზოგადოების თვალის ახვევის მცდელობა იყო და ამადვე რჩება. ქართულ პოლიტიკურ პროცესში "ხალხის ძალის" მიერ ღირებულებითი პრიორიტეტები უკვე განსაზღვრულია, სახელმწიფოს დაბალანსებულ პოლიტიკას პლუს სახელმწიფო ეროვნული ინტერესები - ეს მოქალაქეთა დიდი ნაწილის პოლიტიკური ინტერესია, კიდევ უფრო სტაბილური და მშვიდობიანი ხვალინდელი დღისთვის. ამ გზაზე ერთად ვართ და ამ გზით ერთად მივდივართ და ამ პროცესში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური წვლილი არ არის, ის თამაშგარეა," - წერს მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი