დავით ქართველიშვილი: საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად შემოდინებულ თანხებს საზოგადოებას საგულდაგულოდ უმალავენ, მაგრამ ფონდ "ქართუს" მეშვეობით, საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეო პროექტებში დახარჯული ბიძინა ივანიშვილის მილიარდები ამ ვერცხლისმოყვარეთა ბანდას მოსვენებას არ აძლევს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 იანვარი 2024, 10:34
"მათ უგუნურებას არა აქვს საზღვარი" - ასე აფასებს ფონდი "ქართუ" იმ მორიგ ორკესტრირებულ შემოტევას ბიძინა ივანიშვილზე და მის ქველმოქმედებაზე, რომლის პრეროგატივაში ერთმანეთს ანაცვლებენ ჩვენი "სექონდ-ჰენდ ცვილის ფიგურები", ზოგი "პოლიტიკური" და ზოგი "ენჯეოშნიკური" წარმომავლობისა,“ - წერს "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. 

მისი განცხადებით, "გლობალური ომის პარტიის" მხარდამჭერები და აგენტოკრატები "ქართუს" საქველმოქმედო პროექტებს აკრიტიკებენ, ვინაიდან, ისინი კერძო აღმშენებლობით არიან დაკავებულები და ვერ იგებენ, რატომ დებს ბიძინა ივანიშვილი ქვეყნისთვის საკეთილდღეო პროექტებში საკუთარ თანხებს. "მათ უგუნურებას არა აქვს საზღვარი" - ასე აფასებს ფონდი "ქართუ" იმ მორიგ ორკესტრირებულ შემოტევას ბიძინა ივანიშვილზე და მის ქველმოქმედებაზე, რომლის პრეროგატივაში ერთმანეთს ანაცვლებენ ჩვენი "სექონდ-ჰენდ ცვილის ფიგურები", ზოგი "პოლიტიკური" და ზოგი "ენჯეოშნიკური" წარმომავლობისა. თავის ჯიბეებში სხვადასხვა სადაზვერვო ფუნქციონალის მქონე ფონდებიდან, ამ ქვეყნის დასანგრევად და საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად შემოდინებულ თანხებს - "გლობალური ომის პარტიის" უპრეცედენტო მხარდაჭერითა და გაუგონარი დეზინფორმაციული ფონის თანხლებით, ეს ნამუსგარეცხილი მავნებლები ქვეყნის საზოგადოებას საგულდაგულოდ უმალავენ. 

მაგრამ ფონდ "ქართუს" მეშვეობით, საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეო პროექტებში დახარჯული ბიძინა ივანიშვილის მილიარდები ამ ნამუსგამოშიგნებულ ვერცხლისმოყვარეთა ბანდას მოსვენებას არ აძლევს. მათი სირცხვილისაგან გამოთავისუფლებული მენტალობისთვის თვით სიტყვა "ქველმოქმედება" ეშმაზე საცეცხლურის კმევის ეფექტს იძლევა. 

ფონდ "ქართუს" მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს აკრიტიკებს ის მახინჯი ძალა, რომელმაც დედაქალაქის ისტორიული ნაწილის - რიყის სიმბოლოდ დაგვიტოვა "სასიყვარულო" ექსტაზში ერთმანეთთან შეერთებული ორი "სწორნაწლავი", როგორც იმ ეპოქის "მაღალი გრძნობების" და "ესთეტიურობის" სიმბოლო და განსახიერება. რომ არა წმინდა ადამიანური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გადაგები ბუნებრივი მიუღებლობა იმ ტიპის "პიარის", რომელიც თან ახლდა წინა რეჟიმის მიერ ნებისმიერი ბიო-ტუალეტის საზეიმო გახსნას - გარდა ფონდ "ქართუს" ყველაზე გრანდიოზული პროექტებისა, საქართველო შეიტყობდა ასობით ისეთ ღირსშესანიშნაობაზე, რომელიც დაუმსახურებლად, ყოველგვარი "პომპეზურობის" გარეშე განხორციელდა. 

მხოლოდ ჩემს ირგვლივ, მცხეთის რაიონში, ჩუმად, სწრაფად და ხარისხიანად - კარსნის ტყეში მიწიდან აღორძინდა ულამაზესი წმ. გიორგის სახ. ტაძარი და მამათა მონასტერი. ხოლო ჩემგან სულ რაღაც 10 წუთის სავალის მანძილზე იწყება ულამაზესი და უნიკალური, დიდგორის ისტორიულ მემორიალზე გამავალი "ნიჩბისი-ორბეთის" გზა, როგორც დღევანდელი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტი. ერთადერთი, რაც ამ განსულიერებულ და გენმოდიფიცირებულ აგენტოკრატების ლაქია-მარიონეტებს ახრჩობს - არის ბოღმა და სრული გაუგებრობა, როგორ შეიძლება ამხელა ფულის ამ "ბნელ" და "რუსულ" ქვეყანაში ჩადება, როდესაც მხოლოდ ჩემს გარშემო დასავლეთის ფონდებიდან მიღებული აღურიცხავი თანხებით, "ჭ-კლასის" ენჯეოშნიკებიც კი გრანდიოზული კერძო აღმშენებლობით არიან დაკავებული..." - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი