ზურაბ ქადაგიძე: სუს-მა აღკვეთა პოტენციური საფრთხე, რომელშიც ნათლად იკვეთება უკრაინული მხარე, თუმცა ეს ზღვაში წვეთია და კვლავ დიდია დივერსიული აქტებისა და ტერორიზმის საფრთხე, უკრაინული მხრიდან საქართველოში თუ საქართველოს გამოყენებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 თებერვალი 2024, 15:16
 “ერთი წლის განმავლობაში, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ვიხილეთ სპეკულაციები, პოლიტიკური ინსინუაციები და უსაფუძვლო ბრალდებები, რომ რამენაირად საქართველოს პროვოცირება მოეხდინათ “მეორე ფრონტის” თვალსაზრისით და მიხვდნენ რა, ვერაფერს გახდნენ განცხადებებითა და დიპლომატიური დემარშებით, კონკრეტულ მოქმედებებზე გადავიდნენ,” - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, კონტრტერორისტულმა ცენტრმა რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო, რომელთა გადაადგილებასაც ორგანიზებას უკრაინის მოქალაქე უწევდა. 
ქადაგიძის განცხადებით, ოფიციალური კიევი გადავიდა გეგმა “ბ-ზე”, რომლის მიხედვითაც, თუ საქართველო არ აჰყვება "უკრაინიზაციას," მაშინ ქვეყანა ტერორიზმსა და დივერსიული აქტების მომზადების ტერიტორიად უნდა იქნას გამოყენებული. 
"ტერორისტული აქტები და დივერსია, საქართველოში თუ საქართველოს გავლით, მესამე ქვეყანაში კარგი საფუძველია კონფრონტაციისა და რეგიონში კიდევ ერთი ცხელი კერის გაჩენის. “სუს-მა” აღკვეთა პოტენციური საფრთხე, რომელშიც ნათლად იკვეთება უკრაინული მხარე , თუმცა ეს ზღვაში წვეთია და კვლავ დიდია საფრთხე, უკრაინული მხრიდან საქართველოში თუ საქართველოს გამოყენებით დივერსიული აქტებისა და ტერორიზმის. იქნებ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას?! 
ოფიციალური კიევი არასდროს ყოფილა, საქართველოს მეგობარი და მეტიც, ის მოგონილი “ტრიო თუ დუო-ფორმატები”, სადაც უკრაინა-საქართველო ხელოვნურად გახადეს დეკლარირებული ფსევდო-მეგობრები სწორედაც, რომ იმ გლობალურ პოლიტ-კონიუნქტურას უნდა ექვემდებარებოდეს, სადაც გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს და ნებისმიერი დავალება უაპელაციოდ უნდა შესრულდეს. ამის ნათელი მაგალითია, ის ერთწლიანი პოლიტიკური კონფრონტაცია საქართველოს წინააღმდეგ, რასაც უკრაინის ხელისუფლება “ომის პარტიის” დავალებით აკეთებდა და გეგმის ჩავარდნის შემდეგ, გადავიდნენ გეგმა “ბ-ზე”, სადაც თუ საქართველო არ აჰყვება "უკრაინიზაციას," მაშინ მოხდეს ჩვენი ქვეყნის გამოყენება ტერორიზმსა და დივერსიული აქტების მომზადების ტერიტორიად. მოკლედ, დროა ოფიციალური კიევი “რუსკი კარაბლის” მიმართულებით გავუშვათ და მაქსიმალური მობილიზაცია გვქონდეს განსაკუთრებით, 2024 წლის არჩევნების დასრულებამდე." - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი